კომპანია "ნატურლენდი" წარმოადგენს ერთ-ერთ ლიდერ კომპანიას საქართველოში ბავშვთა კვების, კოსმეტიკის, ჰიგიენისა და ტექნიკის სფეროში.
კომპანია აცხადებს ვაკანსიას ონლაინ მაღაზიის ადმინი/ოპერატორის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ქართულ-ამერიკული მეგობრობის გამზირი 3 (აშშ საელჩოსთან)
სამუშაო განაკვეთი: სრული, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:00სთ-18:00სთ
ანაზღაურება: დამოკიდებულია კანდიდატის სამუშაო გამოცდილებაზე
ბენეფიტები: ჯანმრთელობის დაზღვევა, პროფესიული და კარიერული ზრდის შესაძლებლობა, საბონუსე სისტემა, სასიამოვნო სამუშაო გარემო
ფუნქციები და მოვალეობები:
** ონლაინ მაღაზიის განვითარებაზე ზრუნვა, კონტენტის განახლება, ახალი პოზიციების დამატება;
** მარაგების ყოველდღიური კონტროლი, განახლება;
** ცხელი ხაზის მართვა, მომხმარებლებთან ურთიერთობა, კონსულტაციის გაწევა;
** საიტის დეველოპერებთან კომუნიკაცია;
** მიწოდების სერვისის კონტროლი;
** საჭიროების შემთხვევაში პარტნიორ კომპანიებთან ურთიერთობა;
** უშუალო ხელმძღვანელის ცალკეული სამსახურებრივი დავალებების შესრულება;
აუცილებელი მოთხოვნები:
** საიტის ადმინისტრატორის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენის ცოდნა (სასურველია);
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office, Power Point, Exel, Internet);
დამატებითი უნარები:
** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება;
** მათემატიკური უნარები;
** დროის მართვის უნარი;
** შედეგზე ორიენტირებული;
გთხოვთ ყურადღებით გაეცნოთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს და გამოაგზავნოთ შესაბამისი რეზიუმე ფოტო-სურათით, მისამართზე: vacancy@naturland.ge, არ დაგავიწყდეთ მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. CV ფოტოსურათის გარეშე არ განიხილება. კანდიდატების შერჩევა მოხდება გასაუბრების საფუძველზე.
დავუკავშირდებით მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მოცემულ მოთხოვნებს.
გისურვებთ წარმატებას!
|