"დაკო ტრეიდი" აცხადებს ვაკანსიას ქეი ექაუნთ მენეჯერის თანამდებობაზე.
სამუშაო საათები: 09:30 - 18:30
სამუშაო გრაფიკი : სრული (ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით, სამომავლოდ შაბათი დღე დასვენება, დამოკიდებულია კანდიდატზე)
ანაზღაურება - 4000-4500 ლარამდე (ფიქსირებული 1500 + ბონუსი შესრულებიდან (პენეტრაცია - (შეღწევადობა ბრუნვა (გრამაჟი, თანხომბრივი), ასორტიმენტი (პრინციპი ვარსკლავი), სამოტივაციო კვარტლური, წლის ბოლოს შესრულებული გეგმა)
მდებარეობა: ქ. თბილისი, ორხევის დასახლება, თ.ჩანტლაძის ქუჩა
ძირითადი მოვალეობები:
** გაყიდვების სრული ციკლის მართვა, განვითარება და გაფართოება. ახალი ბიზნეს კლიენტების მოძიება და გრძელვადიანი პარტნიორობის შენარჩუნება.
** პარტიონული ურთიერთობის განვითარება კლიენტებთან, მომსახურობის და პროდუქციის შეთავაზება და ეფექტური საკომუნიკაციო არხების ჩამოყალიბება.
** კომპანიის გაყიდვების სტრატეგიისა და გაყიდვების გეგმის შესრულება.
** ბაზრის ანალიზის ჩატარება კლიენტების საჭიროების გამოსავლენად და სათანადო პროდუქტის შეთავაზება კლიენტებისთვის და მნიშვნელოვანი მახასიათებლების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდება.
**ასორტიმენტის ზრდასა და გამრავალფეროვნებაზე მუდმივი ზრუნვა
**კომპანიის სერვისების განვითარებაზე და გაუმჯობესებაზე ზრუნვა
** პორტფელში შემავალი გამყიდველი მაღაზიების ყველა საჭიროების ცოდნა. მაღაზიებისთვის სწორი და დროული პრობლემის გადაწყვეტის მიწოდება (key account, TT, Open markets (OM), PH, Horeca)
**გაყიდვების შედეგების, ქსელის საჭიროებებისა და ბაზრის ტენდენციების ანალიზი.
** ბაზარზე არსებული განთავსებული ქსელების არეალის ცოდნა.
** დაკავშირებულ რგოლებთან კომუნიკაცია
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მარკეტინგის სფეროში გამოცდილება.
** ძლიერი მოლაპარაკებების უნარები და კომერციული აზროვნება.
** გაყიდვების სტრატეგიებისა და მარკეტინგის ძირითადი ინსტრუმენტების ცოდნა.
** ანალიტიკური აზროვნება.
** ახალი პროდუქტების სწრაფად ათვისების უნარი.
** გუნდური მუშაობის უნარი.
** დროის მართვის უნარი.
**პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
** მიზანდასახულობა და შედეგზე ორიენტირებულობა.
** საოფისე პროგრამების ცოდნა. (Excel, PowerPoint)
** სასურველია მართვის მოწმობა-B კატეგორია + საკუთარი ავტომობილი, მაგრამ სავალდებულო არ არის.
დამატებითი სარგებელი:
**ჯანმრთელობის დაზღვევა (მე-6 თვიდან)
**საწვავით უზრუნველყოფა (მარშრუტის შესაბამისად)
** მივლინება და მისი ხარჯების უზრუნველყოფა.
** ულიმიტო სასაუბრო ბალანსი.
**გამოცდილების შემთხვევაში დამატებითი ფინანსური სარგებლის მიღების შესაძლებლობა.
** გამაჯანსაღებელი სპორტული ღონისძიებებით უზრუნველყოფა.
** ტრენინგების დაფინანსება (თაიმ მენეჯმეტი, მარკეტინგის სფერო, ქსელის ცოდნა და ა.შ)
დაინტერესების შემთხვევაში, გამოგზავნეთ რეზიუმე ელ. მისამართზე info@dakotrade.ge. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
|