Робота для біженців з України
ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ოპერატორი
მომწოდებელი: ზოოჰაბი
გამოქვეყნდა: 06 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 06 ნოემბერი
"ზოოჰაბი" აცხადებს ვაკანსიას ოპერატორის პოზიციაზე თბილისში.

ზოოჰაბი 2018 წლიდან წარმატებით ვითარდება საქართველოში, აერთიანებს 15-ზე მეტ ფილიალს და გთავაზობთ უმაღლესი ხარისხის ცხოველების საკვებს, აქსესუარებსა და ზოო-ჰიგიენურ პროდუქტებს.

გაიგეთ მეტი: https://www.facebook.com/zoohub/

მოვალეობები:

** პროგრამა Apex-ში მუშაობა და მონაცემების შეყვანა;
** ელ.ზედნადებების და ფაქტურების გამოწერა, მიღება, კონტროლი;
** პროგრამაში მონაცემების სისწორისა და სიზუსტის კონტროლი;
** ოპერაციული მხარდაჭერა და რეპორტინგი;
** ხელმძღვანელისგან მიღებული სხვა რელევანტური დავალებების შესრულება.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბიზნესის და ეკონომიკის მიმართულებით;
** საბუღალტრო დოკუმენტებთან მუშაობის გამოცდილება (ზედნადები, ფაქტურები);
** RS.ge- ზე მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია პროგრამა Apex-ში მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (განსაკუთრებით Excel);

პიროვნული მახასიათებლები:

** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გამართული მეტყველება და გადმოცემის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;

პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: სრული, ორშაბათი-პარასკევი, 10:00-17:00 სთ
** ანაზღაურება: ანაზღაურება განისაზღვრება კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად მხარეთა შეთანხმებით
** ადგილმდებარეობა: თბილისი, საქართველო
** დაქვემდებარება: ფინანსური დეპარტამენტი

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: hr@zoohub.com.ge და მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე