Робота для біженців з України
შემომყვანი ტურ-ოპერატორის პრაქტიკული ტრენინგი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შემომყვანი ტურ-ოპერატორის პრაქტიკული ტრენინგი
მომწოდებელი: კომპანია
გამოქვეყნდა: 06 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 06 ნოემბერი
შემომყვანი ტურ-ოპერატორის პრაქტიკული ტრენინგი

თუ გინდა ტურიზმის სფეროში მუშაობა და მხოლოდ თეორიული ცოდნა არ გაკმაყოფილებს, ეს კურსი შექმნილია იმისთვის, რომ მიიღო რეალურ სამუშაო გარემოზე დაფუძნებული პრაქტიკული გამოცდილება.

კურსის განმავლობაში ისწავლი:

** როგორ მუშაობს შემომყვანი ტურ-ოპერატორი და DMC რეალურ სამუშაო გარემოში
** როგორ შექმნა ტურისტული პაკეტი — Inquiry-დან Itinerary-მდე და საბოლოო შეთავაზებამდე
** რეალური ტურ-პაკეტების დათვლა, თვითღირებულების, მარჟისა და გაყიდვის ფასის განსაზღვრა
** სასტუმროებთან, გიდებთან, მძღოლებთან და სხვა მომწოდებლებთან მუშაობის პრაქტიკა
** B2B გაყიდვები, უცხოურ სააგენტოებთან და რეალურ კლიენტებთან კომუნიკაცია
** რეალური ჯავშნების მართვა, ტურების ოპერირება და პრობლემური სიტუაციების გადაწყვეტა
** პრაქტიკული სიმულაციები და რეალურ სამუშაო პროცესთან მაქსიმალურად მიახლოებული სწავლება
** სასტუმროს პრაქტიკული ვიზიტი და ტურ-ოპერატორის თვალით მისი შეფასება

კურსი მოიცავს 8 პრაქტიკულ შეხვედრას
ხანგრძლივობა — 1 თვე
ღირებულება — 350 ₾

კურსზე რეგისტრაციის აუცილებელი წინაპირობაა ინგლისური ენის ცოდნა საშუალო დონეზე

ჩვენი მიზანია, კურსის დასრულების შემდეგ არა მხოლოდ იცოდე, რას აკეთებს ტურ-ოპერატორი, არამედ შეძლო რეალური მოთხოვნის მიღება, პაკეტის მომზადება, ფასის დათვლა, კლიენტთან კომუნიკაცია და ჯავშნის მართვა.

ადგილების რაოდენობა შეზღუდულია. რეგისტრაციისა და დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ: info@nsgeorgia.ge (subject- ტრენინგი)
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე