Робота для біженців з України
სუ-შეფი - გუდაური
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სუ-შეფი
მომწოდებელი: როშე გუდაური
გამოქვეყნდა: 06 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 06 ნოემბერი
სასტუმრო ROSHE GUDAURI ეძებს გამოცდილ, ენერგიულ და ორგანიზებულ სუ-შეფს (Sous-Chief).

ძირითადი მოვალეობები:

** სამზარეულოს მართვა: სამზარეულოს სრული ხელმძღვანელობა და პროცესების კონტროლი.
** საუზმის ბუფეტის მართვა: სასტუმროს დილის საუზმის/ბუფეტის (Buffet Breakfast) მომზადების, დროული გაშლის, მუდმივი განახლებისა და ხარისხის სრული კონტროლი.
** ხარისხის კონტროლი: კერძების მომზადების, პრეზენტაციისა და გემოვნური თვისებების სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა.
** გუნდის მართვა და სწავლება: მზარეულებისა და დამხმარე პერსონალის მუშაობის კოორდინაცია, ტრენინგი და მოტივირება.
** მარაგების მართვა: პროდუქციის შეკვეთა, მიღება, შენახვის პირობების კონტროლი და დანაკარგების (food waste) მინიმუმამდე დაყვანა.
** სანიტარიული სტანდარტები: HACCP-ისა და სურსათის უვნებლობის შიდა სტანდარტების მკაცრი დაცვა და მონიტორინგი.
** მენიუს განვითარება: ახალი კერძებისა და საუზმის მენიუს შემუშავება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

გამოცდილება:

** აუცილებელია სასტუმროს საუზმის ბუფეტის (Buffet Breakfast) მართვისა და მომზადების პრაქტიკული გამოცდილება და სპეციფიკის სიღრმისეული ცოდნა.
** უნარები:
** გუნდის ეფექტურად მართვისა და ლიდერობის უნარი;
** ადრეულ საათებში ეფექტურად და ორგანიზებულად მუშაობის უნარი;
** მაღალი სტრესგამძლეობა და სწრაფი რეაგირება დატვირთულ რეჟიმში;
** უცხო ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად

რას გთავაზობთ ჩვენ:

კონკურენტუნარიან ანაზღაურებას (გამოცდილების მიხედვით);
კვებას და საცხოვრებლის უზრუნველყოფას.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ-ფოსტაზე: Info@roshegudauri.ge

სათაურის ველში მიუთითეთ: "სუ-შეფი".
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე