სასტუმრო ROSHE GUDAURI ეძებს რესტორნის სუპერვაიზერს.
ძირითადი მოვალეობები:
** დარბაზის მუშაობის კოორდინაცია: რესტორნის ყოველდღიური საოპერაციო პროცესების მართვა
** სტუმრებთან ურთიერთობა: სტუმრების თბილად და მეგობრულად მიღება, მათთან ეფექტური კომუნიკაციის დამყარება, უკუკავშირზე რეაგირება და წარმოქმნილი გაუგებრობების/პრობლემების სწრაფად და პროფესიონალურად მოგვარება.
** საუზმის ბუფეტის ორგანიზება: სასტუმროს დილის საუზმის ბუფეტის (Buffet Breakfast) გამართული ფუნქციონირების, დარბაზის/ბუფეტის ხაზის დროული გაშლის, სისუფთავის, შევსებისა და სტუმრების ეფექტური მიღების უზრუნველყოფა.
** გუნდის მართვა და სწავლება: მიმტანებისა და დამხმარე პერსონალის მუშაობის გადანაწილება, ინსტრუქტაჟი (briefing), სწავლება და სტუმრებთან მეგობრული კომუნიკაციის სტანდარტების კონტროლი.
** ხარისხის და სისუფთავის კონტროლი: დარბაზში, ბარში და საუზმის ზონაში სისუფთავისა და ჰიგიენური ნორმების მკაცრი დაცვა.
** კასისა და ანგარიშგების მართვა: სალარო ოპერაციების, შეკვეთების სისტემის (POS) და ცვლის დახურვის ანგარიშების კონტროლი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
გამოცდილება:
** სამუშაო გამოცდილება სუპერვაიზერის ან უფროსი მიმტანის პოზიციაზე სასტუმროს რესტორანში
** აუცილებელია სასტუმროს საუზმის ბუფეტის (Buffet Breakfast) მომსახურებისა და ორგანიზების პრაქტიკული გამოცდილება.
** ენების ცოდნა (აუცილებელი მოთხოვნა):
** ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა;
** უცხო ენების აუცილებელი ცოდნა გამართული საკომუნიკაციო და პროფესიული დონეზე
** ტექნიკური უნარები: რესტორნის მართვის პროგრამების (მაგ. Micros, Resto, POS) და სალარო აპარატის ცოდნა.
** პიროვნული უნარები:
** სტუმრებთან ეფექტური, ღია, თავაზიანი და მეგობრული კომუნიკაციის უნარი;
** ლიდერობის, გუნდის მოტივირებისა და მართვის უნარი;
** ადრეულ საათებში ეფექტურად მუშაობის უნარი და პუნქტუალურობა;
** სტრესულ სიტუაციებში სწრაფი და სწორი გადაწყვეტილებების მიღების უნარი.
რას გთავაზობთ ჩვენ:
კონკურენტუნარიან ანაზღაურებას (გამოცდილების მიხედვით);
კვებას და საცხოვრებლის უზრუნველყოფას.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ-ფოსტაზე: Info@roshegudauri.ge
|