Робота для біженців з України
უმცროსი ექიმი რეანიმაციის განყოფილებაში
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უმცროსი ექიმი რეანიმაციის განყოფილებაში
მომწოდებელი: ნიუ ჰოსპიტალსი
გამოქვეყნდა: 06 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 06 ნოემბერი
მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური კლინიკა "ნიუ ჰოსპიტალსი" აცხადებს ვაკანსიას უმცროსი ექიმის პოზიციაზე რეანიმაციის განყოფილებაში.

გახდი ჩვენი გუნდის წევრი!

სამუშაო გრაფიკი: მორიგეობები.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, კრწანისის ქ. N12.

ჩვენთან მიღებული ერთ წლიანი გამოცდილების შემდეგ კანდიდატი მიიღებს კლინიკის შიდა რეზიდენტურაში ჩაბარების უპირატესობას.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი სამედიცინო განათლება;
** უპირატესობა მიენიჭება შესაბამისი მიმართულების რეზიდენტს;
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა (სასურველია);
** საოფისე პროგრამებში მუშაობის გამოცდილება.

ძირითადი მოვალეობები:

** პაციენტების მართვაში (კლინიკურ-დიაგნოსტიკურ პროცესებში) ჩართულობა ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ;
** სამედიცინო დოკუმენტაციის მართვა ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ;
** მონაწილეობა სასწავლო-სამეცნიერო პროცესში.

პიროვნული თვისებები:

** თავაზიანობა;
** აკურატულობა;
** ორგანიზებულობა;
** განვითარებული პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი რეზიუმე (CV) 06.11.2026-მდე ელ. მისამართზე: vacancy@newhospitals.ge გთხოვთ, ელ-ფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ: "უმცროსი ექიმი რეანიმაციის განყოფილებაში".

თქვენ მიერ გამოგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე