Робота для біженців з України
ტექნიკოს-ელექტრიკოსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტექნიკოს-ელექტრიკოსი
მომწოდებელი: ეკოკემიკა სერვის ჯგუფი
გამოქვეყნდა: 06 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 06 ნოემბერი
"ეკოკემიკა" აცხადებს კონკურსს ტექნიკოს-ელექტრიკოსის ვაკანტურ პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ფონიჭალის დასახლება. კომპანიის საწარმო.

დამატებითი ინფორმაცია:

** სამუშაო განრიგი: კვირაში 6 დღე, დილის 8 საათიდან საღამოს 5 საათამდე;
** აუცილებელია ორ კვირიანი სტაჟირების გავლა;
** კომფორტული, მეგობრული და განვითარებაზე ორიენტირებულ გარემო;
** კარიერული განვითარების შესაძლებლობა;
** ანაზღაურება 2000 ლარი ხელზე ასაღები + ბონუსი დატვირთვიდან გამომდინარე, ზრდის პერსპექტივით

მოვალეობები და ვალდებულებები:

** უშუალო ხელმძღვანელის, კოორდინატორის ზედამხედველობის ქვეშ შეასრულოს ფუნქციები
გაეცნოს და იხელმძღვანელოს კომპანიის საქმიანობის მარეგულირებელი ინსტრუქციებით და სამართლებრივი აქტებით;
** მიიღოს მონაწილეობა საექსპლუატაციო და სარემონტო სამუშაოების შესრულებაში, არსებული წესებისა და სტანდარტების მიხედვით, მენტორის მეთვალყურეობით;
** საექსპლუატაციო და სარემონტო სამუშაოებისას ელ. დანადგარების უსაფრთხოების წესების დაცვის უზრუნველყოფა;
** ობიექტებზე აპარატურის ინსტალაცია/დეინსტალაცია;
** სუსტი დენის სისტემების გამართვა;
** ობიექტებზე ტექნიკური მხარდაჭერის გაწევა;
** აღმოჩენილი ხარვეზების, უსაფრთხოების და ტექნიკური ექსპლუატაციის წესების დარღვევის შესახებ ხელმძღვანელობისთვის ინფორმაციის მიწოდება;
** აპარატურის გაუმართაობის აღმოჩენა-ლიკვიდაციაში მონაწილეობის მიღება;
** მომსახურების ცენტრში/საწარმოში მიმდინარე პროექტების შესრულებაში მონაწილეობის მიღება
დადგენილ ვადებში შეასრულოს უშუალო ხელმძღვანელის მიერ მისთვის მიცემული დავალება.

მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** სრული საშუალო ან უმაღლესი ან/და ტექნიკური და პროფესიული განათლება საგანმანათლებლო დაწესებულების მეოთხე ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან აკადემიური უმაღლესი განათლების მქონე საქართველოს მოქალაქე (სასურველია ტექნიკური განათლება);
** გუნდური მუშაობის უნარი;
** სასურველია ელ. გაყვანილობის ქსელებთან მუშაობის გამოცდილება;
** ასევე სასურველია მართვის მოწმობა (B კატეგორია)

პიროვნული თვისებები:

** დისციპლინირებულობა;
** შრომისმოყვარეობა;
** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობიანობა

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ იხილოთ ჩვენი ვებგვერდი http://www.esggeorgia.ge, ან ფეისბუქ გვერდი: ESG Ekokemika. კანდიდატებს შეუძლიათ გამოგვიგზავნოთ თავიანთი CV ელექტრონულ ფოსტის მისამართზე: ekokemikaservicegroup@gmail.com და ელფოსტის დასახელებაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე