Робота для біженців з України
ლოჯისტიკის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ლოჯისტიკის მენეჯერი
მომწოდებელი: ალიანს ლოჯისტიკი
გამოქვეყნდა: 05 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 05 ნოემბერი
ლოჯისტიკური კომპანია "ალიანს ლოჯისტიკი" 2012 წლიდან წარმოდგენილია საქართველოს ბაზარზე. კომპანიის ძირითადი მიმართულებებია სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო გადაზიდვები მსოფლიოს მასშტაბით.

ლოჯისტიკური კომპანია აცხადებს ვაკანსიას - ლოჯისტიკის მენეჯერის პოზიციაზე საერთაშორისო გადაზიდვების მიმართულებით.

ანაზღაურება: 1500-2000 ლარი + ბონუსი.
სამუშაო გრაფიკი: სრული 10:00-18:00. შაბათ კვირის გარდა.
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი. საბურთალო. "ტიფლის ბიზნეს ცენტრი".

ძირითადი მოვალეობები:

** შეკვეთების მიღება, დამუშავება და ფასის ოპერატიულად დაანგარიშება.
** ტრანსპორტირების დაგეგმვა, განხორციელება და მასთან დაკავშირებული პროცესების კონტროლი.
** შეკვეთის ვადებზე მუდმივი მონიტორინგი.
** ახალი პარტნიორების მოძიება და მათთან გრძელვადიანი ურთიერთობის ჩამოყალიბება.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** ინგლისური ენის ცოდნა
** მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება იმავე პოზიციაზე.
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა.
** რუსული და თურქული ენის ცოდნა ჩაითვლება პლიუსად.

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:

** დეტალებზე ორიენტირებულობა,
** ინფორმაციის სწრაფად ათვისება,
** ჯანსაღი და გამართული კომუნიკაცია,
** პუნქტუალურობა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: info@alogistics.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: https://www.alogistics.ge

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე