Робота для біженців з України
სერვისის მენეჯერი - წიწამური
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სერვისის მენეჯერი
მომწოდებელი: ვაკო მოტორსი
გამოქვეყნდა: 05 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 05 ნოემბერი
შპს "ვაკო მოტორსი" გთავაზობთ გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი სერვისის მენეჯერის პოზიციაზე.

ვინ ვართ ჩვენ:

ჩვენ ვართ ერთ-ერთი ლიდერი კომპანია სატვირთო მანქანების ინდუსტრიაში და "DAF"-ის ოფიციალური დილერი საქართველოში. მომხმარებელს 50-ზე მეტ პრემიუმ ხარისხის ევროპულ ბრენდს ვთავაზობთ.

ჩვენი წარმატებული კომპანიის საწინდარია პროფესიონალთა გუნდი, რომელთაც ვთავაზობთ ჯანსაღ ორგანიზაციულ კულტურას და განვითარების დიდ შესაძლებლობებს.

თანამშრომელს დავახვედრებთ:

** პროფესიული განვითარების ხელშეწყობას;
** ჯანმრთელობის კორპორაციულ დაზღვევას კომპანია "არდიში";
** ფიტნეს მომსახურებას - ფიტპასი;
** კორპორაციულ ღონისძიებებს.

თქვენი ძირითადი მოვალეობები იქნება:

** მექანიკოსთა გუნდის მართვა და მათი სამუშაოს შესრულების მონიტორინგი;
** მექანიკოსების შერჩევის მონიტორინგი კლიენტის სატვირთო მანქანის საჭიროებიდან გამომდინარე;
** მექანიკოსების საჭიროებების/პრობლემების გამოვლენა და მათზე შესაბამისი რეაგირება;
** სერვისის ყოველთვიური გეგმების შესრულება გუნდთან ერთად;
** მექანიკოსების ხელსაწყოების მარაგის კონტროლი და საჭირო ხელსაწყოების შესყიდვაზე ზრუნვა;
** სატვირთო მანქანების მიმოსვლის მონიტორინგი;
** სერვისის ადმინისტრაციული თანამშრომელ (ებ)ზე დავალებების დელეგირება და მათი სამუშაოს შესრულების მონიტორინგი;
** დაქვემდებარებული თანამშრომლების მართვა, განვითარება, ზრუნვა;
** მომხმარებელთან ნებისმიერი ტიპის კომუნიკაცია და მათთვის თეორიული კონსულტაციის გაწევა;
** სამუშაო პროცესის გამართულად მუშაობის მონიტორინგი ISO სტანდარტების შესაბამისად.

კვალიფიკაცია და უნარები, რომელიც გვჭირდება:

** სასურველია უმაღლესი განათლება ტექნიკური მიმართულებით;
** აუცილებელია სატვირთო ავტომანქანების სფეროში მუშაობის მინიმუმ 4-5 წლის გამოცდილება;
** აუცილებელია ინგლისური ან/და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ფლობა;
** აუცილებელია სხვადასხვა საჭირო პროგრამაში, მათ შორის FINA-ში მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია საოფისე პროგრამების, განსაკუთრებით Excel-ის ცოდნა;
** სერვისსა და მომხმარებელზე ორიენტირებული;
** გუნდის მართვის უნარი;
** მოლაპარაკების უნარი;
** როგორც წერითი, ასევე ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

დამატებითი ინფორმაცია:

** სამუშაო გრაფიკი: 09:00-18:00 საათი, კვირაში ორი დღე დასვენება;
** სამუშაო ადგილი: წიწამური, თბილისის გზატკეცილი (საგურამოს გადასახვევის მოპირდაპირე მხარეს). ტრანსპორტირებას მეტრო დიდუბიდან უზრუნველყოფს კომპანია.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა წარმოადგინეთ CV 2026 წლის 05 ნოემბრის ჩათვლით შემდეგ ელ-ფოსტაზე: Hr@vakomotors.ge. სათაურის ველში მიუთითეთ: სერვის მენეჯერი. წინააღმდეგ შემთხვევაში, რეზიუმე არ განიხილება.

კომპანია ვაკო მოტორსის გუნდი პატივს სცემს ადამიანის პერსონალური მონაცემების დაცვის უფლებას და მოქმედებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად. თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება ვაკო მოტორსის მიერ, რათა დადგინდეს ვაკანტურ პოზიციასთან თქვენი შესაბამისობა. პერსონალური მონაცემები გამოიყენება წინასახელშეკრულებო ურთიერთობის ვადით, კანდიდატის შესახებ დასაქმებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღებამდე. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ავტომატურად ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე