Робота для біженців з України
HR მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: HR მენეჯერი
მომწოდებელი: STREAM
გამოქვეყნდა: 05 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 19 ოქტომბერი
ვაცხადებთ ვაკანსიას HR მენეჯერის პოზიციაზე კომპანია "ELTEG"-ისთვის.

კომპანია 2007 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე. "ელტეგი" მომხმარებელს სთავაზობს ლიფტების, ესკალატორებისა და პარკინგის სისტემების ფართო სპექტრის მიწოდება-მონტაჟს და ტექნიკურ მომსახურებას. 2012 წლიდან არის Kleemann-ის ავტორიზებული დისტრიბუტორი.

კომპანიის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://elteg.ge/

პოზიციაზე მივესალმებით შესაბამისი ცოდნისა და გამოცდილების მქონე, ენერგიულ, პოზიტიურ, კომუნიკაბელურ კანდიდატებს, რომელთაც აქვთ პროცესების დამოუკიდებლად მართვის უნარი და მოტივაცია, შექმნან, განავითარონ და გაიზიარონ წარმატება გუნდთან ერთად.

სამუშაო ადგილი - თბილისი, ქ. წამებულის N44
სამუშაო განაკვეთი - სრული, 09:00 სთ - 18:00 სთ (ორშაბათი - პარასკევი)
საწყის ეტაპზე შესაძლებელია არასრული სამუშაო განაკვეთის განხილვა.
ანაზღაურება - 3000 - 3500 ლ. (Net) სრული განაკვეთის შემთხვევაში.

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიაში HR პროცესების მართვა და განვითარება;
** თანამშრომელთა შერჩევის სრული ციკლის და ონბორდინგ-ოფბორდინგ პროცესის დანერგვა და მართვა;
** HR ადმინისტრირების პროცესების კოორდინირება;
** სამუშაო აღწერილობების ან/და თანამდებობრივი ინსტრუქციების შექმნა/განახლება;
** თანამშრომლების მოტივაციასა და განვითარებაზე ზრუნვა, შესაბამისი სისტემების შემუშავება და დანერგვა;
** შიდა საკომუნიკაციო არხების გაუმჯობესება;
** ორგანიზაციულ კულტურაზე/გარემოზე მუდმივი ზრუნვა.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** ადამიანური რესურსების მართვის სფეროში მინიმუმ 4-წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** ადამიანური რესურსების მიმართულებით მენეჯერულ ან/და ბიზნეს პარტნიორის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** აუცილებელია საქართველოს შრომის კოდექსის ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა; სასურველია რუსული ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე;
** საოფისე პროგრამების ცოდნა.

დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ, გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: hr@stream.com.ge არაუგვიანეს 19 ოქტომბრისა.

შერჩევას ახორციელებს კომპანია "STREAM" (https://www.stream.com.ge)-ის რეკრუტინგის სამსახური.

შერჩეული კანდიდატები საბოლოო გასაუბრებას გაივლიან დამქირავებელ კომპანიასთან.

თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე