ვაკანსიები — შემოგვიერთდი ჩვენს გუნდში!
GASTRO LAB-ი ეძებს თანამშრომლებს ორ განსხვავებულ პოზიციაზე:
მოლარე-კონსულტანტი MEXICAN & GILL
მოლარე-კონსულტანტი — MORE THAN SWEET (კრეპებისა და ვაფლების მიმართულებით)
ფუნქცია-მოვალეობები:
** ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორების წარმოება;
** მომხმარებლებისგან შეკვეთების მიღება და პროგრამაში გატარება;
** კრეპებისა და ვაფლების მომზადება;
** შეკვეთების სწორად და დროულად გაცემა;
** მომხმარებლების მომსახურება;
** Glovo-სა და Wolt-ის შეკვეთების მიღება, გატარება და დროულად გაშვება;
** სამუშაო სივრცის სისუფთავისა და მოწესრიგების უზრუნველყოფა.
** კრეპებისა და ვაფლების მომზადების გამოცდილება სასურველია. თუ მსგავსი გამოცდილება არ გაქვს, მაგრამ გაქვს შესაბამისი უნარები და სურვილი, საჭირო პროცესებს ადგილზე გასწავლით.
საერთო მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** გამართული და კომუნიკაბელური მეტყველება ქართულ ენაზე;
** უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ყურადღება დეტალების მიმართ;
** მომხმარებელთან კომუნიკაციის კარგი უნარი;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** სისწრაფე და სისუფთავის დაცვა სამუშაო პროცესში.
სამუშაო პირობები:
** ანაზღაურება: 70 ლარიდან + ბონუსი
** გრაფიკი: 2 სამუშაო დღე / 2 დასვენება
** სამუშაო საათები: 10:00-22:00
** სამუშაო ადგილი: Galleria Tbilisi
** სტუდენტებისთვის მოქნილი სამუშაო გრაფიკი
ბენეფიტები:
** კვებით უზრუნველყოფა
** დაწინაურებისა და განვითარების შესაძლებლობა
** სტაბილური სამუშაო გარემო
CV გამოგზავნეთ: vacancy.gastrolab@gmail.com
დამატებითი ინფორმაციისთვის: 591 94 84 96
CV-ის გამოგზავნისას გთხოვთ, მიუთითოთ, რომელ პოზიციაზე ხართ დაინტერესებული.
|