Робота для біженців з України
პროდუქტის მენეჯერი ქსელების მიმართულებით
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პროდუქტის მენეჯერი ქსელების მიმართულებით
მომწოდებელი: ინტელკომ ჯგუფი
გამოქვეყნდა: 05 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 05 ნოემბერი
"ინტელკომ ჯგუფი" — IT დისტრიბუციისა და სისტემური ინტეგრაციის მიმართულებით წამყვანი კომპანია საქართველოში — ეძებს პროდუქტის მენეჯერს ქსელების მიმართულებით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ქსელების მიმართულებით მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება (ქსელის ინჟინერი, PreSales ინჟინერი ან პროდუქტის მენეჯერი);
** როუტერებისა და სვიჩების მუშაობის პრინციპების ცოდნა;
** უმაღლესი განათლება საინფორმაციო ტექნოლოგიების, ტელეკომუნიკაციების, კომპიუტერული ინჟინერიის ან მონათესავე მიმართულებით;
** ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ საშუალო დონეზე (ტექნიკური დოკუმენტაციის წაკითხვა და გაანალიზება, ვენდორებთან კომუნიკაცია როგორც წერილობით, ისე ვერბალურად);

ფუნქცია-მოვალეობები:

** ანალიტიკური საქმიანობა
** პროდუქტების მართვა
** პროდუქტების განვითარება
** მომწოდებლებთან ურთიერთობების მართვა
** გაყიდვების გუნდის მხარდაჭერა

ანაზღაურება და ბენეფიტები:

** ხელფასი: 3 000 ლარიდან, კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** მონაწილეობა საერთაშორისო შეხვედრებსა და ღონისძიებებში, მათ შორის: მომწოდებლებთან სამუშაო ვიზიტები, საერთაშორისო გამოფენები, კონფერენციები და პროფესიული ღონისძიებები;
** პროფესიული განვითარების ხელშეწყობა — საერთაშორისო ტრენინგები, ვენდორული და ინდუსტრიული სერტიფიკაციები.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ტერევერკოს ქ. 42. — ახალაშენებული, თანამედროვე და სრულად კეთილმოწყობილი ოფისი, სასადილო ოთახით, 25 ადამიანზე გათვლილი საკონფერენციო ოთახით, შეხვედრების ოთახებით, გასართობი და სპორტული სივრცეებით, თანამშრომლებისთვის განკუთვნილი პარკინგით;
** სამუშაო გარემო: კეთილგანწყობილი და მეგობრული გუნდი;
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 9:00-18:00 (შესვენება 1 საათი);
** შვებულება: 24 სამუშაო დღე წელიწადში.

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა CV გამოაგზავნოთ ელფოსტაზე vacancy@intellcom.net და გზავნილის თემაში (Subject) მიუთითეთ მიმდინარე ვაკანსიის დასახელება - "პროდუქტის მენეჯერი ქსელების მიმართულებით".

გასაუბრება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

ვაკანსიაზე განაცხადის გაკეთების შემთხვევაში, თქვენ ეთანხმებით პერსონალური მონაცემების დამუშავებას. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ჩვენ 6 თვით ვინახავთ მონაცემებს დასაქმების შემდგომი შეთავაზების მიზნით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე