Робота для біженців з України
უფროსი ბუღალტერი - ჰიბრიდული გრაფიკი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უფროსი ბუღალტერი - ჰიბრიდული გრაფიკი
მომწოდებელი: სავაჭრო-სადისტრიბუციო კომპანია
გამოქვეყნდა: 05 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 05 ნოემბერი
10+ წლის სავაჭრო-სადისტრიბუციო კომპანია (B2B და B2C, საკუთარი საწყობი და მიწოდების სისტემა) ეძებს გამოცდილ ბუღალტერს, რომელიც დამოუკიდებლად უზრუნველყოფს აღრიცხვის სისწორეს, საგადასახადო და ფინანსურ ანგარიშგებას.

პოზიციის არსი: პირველად დოკუმენტაციას (ზედნადებები, ინვოისები) გაყიდვების გუნდი ქმნის. ბუღალტრის ფოკუსია აღრიცხვის სიზუსტე, კონტროლი, საგადასახადო ანგარიშგება და ხელმძღვანელობისთვის ფინანსური ანგარიშგების მომზადება.

ყოველდღიური საქმიანობა:

** საბანკო ტრანზაქციების (გადახდის დავალებების) შექმნა და კონტროლი;
** საბანკო ოპერაციების გატარება და ფინანსური ნაშთების კონტროლი;
** ბუღალტრული გატარებების სისწორის კონტროლი.

პერიოდული მოვალეობები:

** ყოველთვიური საგადასახადო დეკლარაციების (დღგ, საშემოსავლო, საპენსიო და ა.შ) მომზადება და დროული წარდგენა;
** RS.ge-ზე ანგარიშ-ფაქტურების, შეტყობინებების და სხვა შესაბამის მოდულებთან მუშაობა;
** მომწოდებლებთან და მყიდველებთან შედარების აქტები, დებიტორ-კრედიტორების კონტროლი;
** თვითღირებულებების მართვა; ნულოვანი სასაქონლოების მართვა და თვის დახურვა;
** ფინანსური ანგარიშგების მომზადება: მოგება-ზარალი, ბალანსი, ფულადი ნაკადები (cashflow);
** სტატისტიკური და წლიური ანგარიშგება, მონაწილეობა აუდიტში.

მოთხოვნები:

** ბუღალტრად მუშაობის მინიმუმ 5-წლიანი გამოცდილება, საიდანაც მინიმუმ 2 წელი უფროს ან მთავარ ბუღალტრად, სრული ციკლის დამოუკიდებლად წარმოებით;
** ფინანსური ანგარიშგებების (P&L, ბალანსი, Cashflow) მომზადების პრაქტიკული გამოცდილება, სავალდებულო;
** დეკლარაციების დამოუკიდებლად მომზადებისა და წარდგენის გამოცდილება;
** RS.ge-ზე ღრმა პრაქტიკა, საგადასახადო კოდექსის კარგი ცოდნა;
** Excel მაღალ დონეზე (VLOOKUP/XLOOKUP, კრებსითი ცხრილები);
** FINA-ს ცოდნა უპირატესობაა.

პირობები:

** ანაზღაურება: 2, 600-3, 000 ₾ ხელზე, კვალიფიკაციისა და პრაქტიკული გამოცდის შედეგის მიხედვით;
** სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი;
** გამოსაცდელი ვადა 2/3 თვე, ოფისიდან (ნაძალადევი);
** გამოსაცდელი ვადის შემდეგ კვირაში 2 დღე დისტანციურად მუშაობის შესაძლებლობა. სამუშაო საათებში სრული ხელმისაწვდომობა სავალდებულოა.

CV გამოგზავნეთ: hr.cons.2026@gmail.com სათაურში მიუთითეთ - "CA-2026".
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე