Робота для біженців з України
ადმინისტრაციული სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ადმინისტრაციული სპეციალისტი
მომწოდებელი: Enterprise Rent A Car
გამოქვეყნდა: 05 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 05 ნოემბერი
"Enterprise Rent-A-Car" არის საერთაშორისო ავტოგაქირავების ბრენდი, რომელიც წარმოდგენილია 100-ზე მეტ ქვეყანაში.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრაციული სპეციალისტის (Rental Administration Specialist) პოზიციაზე.

ვეძებთ პასუხისმგებლიან, ორგანიზებულ და დეტალებზე ორიენტირებულ თანამშრომელს, რომელიც უზრუნველყოფს ოპერაციების ადმინისტრირებას, მომხმარებლებთან კომუნიკაციასა და შესაბამისი დოკუმენტაციის კონტროლს.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის ელექტრონული ფოსტის ყოველდღიური კონტროლი, შემოსული წერილების დამუშავება და პასუხების მომზადება;
** მომხმარებლებთან კომუნიკაცია ელექტრონული ფოსტით, როგორც გაქირავებამდე, ისე გაქირავების შემდგომ საკითხებზე;
** ავტოგაქირავების ხელშეკრულებების, გადაცემის აქტებისა და სხვა შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება და შემოწმება;
** დასრულებული გაქირავების ხელშეკრულებების გადამოწმება და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი ოპერაციების განხორციელება;
** საპატრულო და პარკირების ჯარიმების რეგულარული შემოწმება და ადმინისტრირება;
** ავტომობილით საზღვრის კვეთისთვის საჭირო მინდობილობებისა და სხვა დოკუმენტების მომზადება;
** ოფისში მოსული მომხმარებლების მომსახურება და გაქირავების პირობების გაცნობა საჭიროების შემთხვევაში;
** გაქირავების პროგრამაში ინფორმაციის სწორად და სრულად ასახვის კონტროლი;
** ავტოგაქირავების ყოველდღიურ ოპერაციებთან დაკავშირებული სხვა ადმინისტრაციული საკითხების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ინგლისური ენის კარგი წერითი და სასაუბრო ცოდნა;
** Microsoft Office-ის, განსაკუთრებით Outlook, Word და Excel-ის კარგი ცოდნა;
** მაღალი ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** რამდენიმე მიმდინარე საკითხის ერთდროულად მართვისა და პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და საქმის ბოლომდე მიყვანის უნარი;
** დამოუკიდებლად მუშაობისა და პრობლემების გადაჭრის უნარი;
** მომხმარებელთან პროფესიონალური კომუნიკაციის უნარი;
** მომსახურების, ადმინისტრაციულ ან საოპერაციო პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

ჩვენ გთავაზობთ:

** საერთაშორისო ბრენდებთან მუშაობის გამოცდილებას;
** პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
** მეგობრულ და დინამიკურ სამუშაო გარემოს;
** ანაზღაურებას 2, 000-3, 500 ლარის ფარგლებში (ფიქსირებული ანაზღაურება + ბონუსი), გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოაგზავნეთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: beka.vakhtangishvili@ehiglobal.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე