Робота для біженців з України
მასალების აღრიცხვისა და კონტროლის მენეჯერი - რუსთავი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მასალების აღრიცხვისა და კონტროლის მენეჯერი
მომწოდებელი: Go-Playgrounds
გამოქვეყნდა: 05 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 05 ნოემბერი
შპს "გოუ-ფლეიგრაუნდსი" არის სათამაშო მოედნებისა და ატრაქციონების მწარმოებელი საწარმო.

"გოუ-ფლეიგრაუნდსი" ეძებს გუნდის ახალ წევრს მასალების აღრიცხვისა და კონტროლის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი: ქ. რუსთავი, გაგარინის N 2;
** სამუშაო გრაფიკი: სრული, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით. კვირაში არაუმეტეს 40 საათიანი სამუშაო დროით;
** ანაზღაურება: 2500-3000 Net.

ძირითადი პასუხისმგებლობა:

საწარმოო მასალების მოძრაობის, ხარჯვისა და ნაშთების სრულყოფილი აღრიცხვა და კონტროლი.

ფუნქცია-მოვალეობები:

** საწყობიდან გატანილი მასალების აღრიცხვა და შესაბამის სისტემაში/დოკუმენტაციაში დაფიქსირება;
** მასალების მიბმა კონკრეტულ პროდუქტებზე, შეკვეთებსა და პროექტებზე;
** წარმოებაში გამოყენებული მასალების რაოდენობრივი კონტროლი;
** ფაქტობრივი ხარჯვის შედარება დადგენილ ნორმებთან და ცდომილობების დაფიქსირება;
** ნარჩენების, დაბრუნებადი მასალებისა და დანაკარგების აღრიცხვა და ანალიზი;
** წარმოებაში დარჩენილი მასალების იდენტიფიცირება და საწყობში დაბრუნების კონტროლი;
** საწყობის ნაშთების მონიტორინგი და მარაგების კონტროლი;
** პერიოდული ინვენტარიზაციის ჩატარება და ფაქტობრივი/სისტემური ნაშთების შედარება;
** მასალების ხარჯვისა და მარაგების შესახებ რეგულარული ანგარიშების მომზადება;
** გადახარჯვის, დანაკარგებისა და არაეფექტური გამოყენების მიზეზების გამოვლენა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, ბუღალტრული აღრიცხვის ან მომიჯნავე მიმართულებით;
** სასურველია დამატებითი კვალიფიკაცია სასაწყობო აღრიცხვის, მარაგების მართვის ან საწარმოო აღრიცხვის მიმართულებით;
** მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება აღრიცხვის, საწყობის, მარაგების მართვის, საწარმოო აღრიცხვის ან მსგავს პოზიციაზე.

პიროვნული უნარები:

** დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა.

თუ გსურთ, შემოუერთდეთ ჩვენს გუნდს, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: vacancy@go-playgrounds.com გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება — მასალების აღრიცხვისა და კონტროლის მენეჯერი.

რეზიუმეს გამოგზავნით, თანხმობას აცხადებთ, "გოუ-ფლეიგრაუნდსი"-მა დასაქმების მიზნით დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები, რომელიც შეინახება 1 წელი კომპანიის ბაზაში.

"გოუ-ფლეიგრაუნდსი" გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე