Робота для біженців з України
რესტორნის თანამშრომლები
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: რესტორნის თანამშრომლები
მომწოდებელი: რესტორანი ამარე
გამოქვეყნდა: 03 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 03 ნოემბერი
პრემიუმ კლასის რესტორანი "ამარე" (კოსმონავტების სანაპირო #67) სამუშაოდ იწვევს მოტივირებულ, ენერგიულ და პროფესიონალ კადრებს შემდეგ პოზიციებზე:

** მეხინკლე (შესაძლებელია გუნდთან ერთად);
** მემწვადე;
** ცხელი კერძების მზარეული;
** მიმტანი;
** დიასახლისი (სისუფთავის უზრუნველყოფის მენეჯერი).

ძირითადი მოთხოვნები პოზიციების მიხედვით:

** მეხინკლე: მსგავს პოზიციაზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. საქართველოში პოპულარული ხინკლის ყველა ძირითადი სახეობისა და მომზადების ტექნოლოგიის ცოდნა. კულინარიული ინტერპრეტაციის, ახალი გემოებისა და ფორმების შექმნის უნარი; განიხილება როგორც ინდივიდუალური კანდიდატები, ასევე შეკრული გუნდი (მეხინკლე დამხმარეებთან ერთად);
** მემწვადე: ხორცის პირველადი და მეორეული დამუშავების, დაჭრის, დაბასტურმებისა და შენახვის ტექნოლოგიების ფლობა; მაყალსა და ღია ცეცხლზე მუშაობის გამოცდილება; პროდუქტის ხარისხის კონტროლი და შესაბამისი სტანდარტების დაცვა;
** ცხელი კერძების მზარეული: ქართული ტრადიციული და თანამედროვე სამზარეულოს ცოდნა;
** მიმტანი: მომსახურების სტანდარტების ცოდნა და დაცვა; კომუნიკაბელურობა, თავაზიანობა და სტუმართმოყვარეობა;
** უცხო ენების საბაზისო დონეზე ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** დიასახლისი: სამზარეულოსა და დარბაზის სისუფთავის, ჰიგიენური ნორმების დაცვა; სისწრაფე და ენერგიულობა; ჭურჭლისა და ინვენტარის მოვლა-დასუფთავება სანიტარიული წესების დაცვით.

ზოგადი მოთხოვნები ყველა კანდიდატისთვის: მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და საქმის მიმართ კეთილსინდისიერი დამოკიდებულება; გუნდური მუშაობის უნარი და კოლეგიალურობა. დინამიკურ სამუშაო გარემოში დროის ეფექტურად მართვა.

ჩვენ გთავაზობთ: კონკურენტულ და მზარდ სახელფასო ანაზღაურებას; კომფორტულ და მეგობრულ სამუშაო გარემოს და მოქნილ გრაფიკს;

საკონტაქტო ინფორმაცია: დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: info.amarerest@gmail.com (გთხოვთ, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ სასურველი პოზიციის დასახელება) ან დაგვიკავშირდეთ ნომერზე: 551 11 51 17.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე