Робота для біженців з України
Junior ინჟინერი - რუსთავი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: Junior ინჟინერი
მომწოდებელი: Go-Playgrounds
გამოქვეყნდა: 02 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 02 ნოემბერი
შპს "გოუ-ფლეიგრაუნდს"-ი არის სათამაშო მოედნებისა და ატრაქციონების მწარმოებელი საწარმო.

"გოუ-ფლეიგრაუნდს"-ი ეძებს გუნდის ახალ წევრს - Junior ინჟინერის პოზიციაზე

სამუშაო ადგილი: ქ. რუსთავი, გაგარინის N 2
სამუშაო გრაფიკი: სრული, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით. კვირაში არაუმეტეს 40 საათიანი სამუშაო დროით
ანაზღაურება: 1500-2500 Net

ინგლისური ენის ცოდნა სასურველია პროფესიული კომუნიკაციისთვის

ძირითადი პასუხისმგებლობები:

** პროდუქციის მოსამზადებლად საჭირო საინჟინრო-ტექნიკური და საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებაში მონაწილეობა;
** პროდუქციის წარმოებისთვის საჭირო ტექნიკური სპეციფიკაციების მომზადებისა და შესაბამის საინჟინრო დოკუმენტაციაში ასახვის მხარდაჭერა;
** პროდუქტის შემადგენელი დეტალების სამუშაო ნახაზების შექმნა და დამუშავება შესაბამის პროგრამულ უზრუნველყოფაში;
** არსებული საინჟინრო ნახაზებისა და დოკუმენტაციის განახლება, კორექტირება და საწარმოო პროცესისთვის მომზადება;
** წარმოების პროცესში ჩართული თანამშრომლებისთვის საჭირო ტექნიკური ინფორმაციის მომზადებასა და მიწოდებაში მონაწილეობა;

ფუნქცია-მოვალეობები:

** საწარმოო შეკვეთებისთვის საჭირო საინჟინრო მასალების მომზადებაში მონაწილეობა;
** სამუშაო და დეტალური ნახაზების შექმნა, დამუშავება და კორექტირება;
** AutoCAD, SOLIDWORKS, ArchiCAD ან სხვა შესაბამის პროგრამებში საინჟინრო დოკუმენტაციის მომზადება;
** საინჟინრო ფაილებისა და დოკუმენტაციის შესაბამის ფორმატში მომზადება და ორგანიზებულად შენახვა;
** არსებული საინჟინრო დოკუმენტაციისა და ნახაზების გადამოწმება და საჭირო ცვლილებების შეტანა;
** წარმოების მიმართულებისთვის ტექნიკური ინფორმაციისა და საჭიროების შემთხვევაში პროფესიული მხარდაჭერის გაწევა უფროსი ინჟინრის/გუნდის ხელმძღვანელის მითითებით;
** სტანდარტული და კომბინირებული პროდუქტების საინჟინრო ინსპექტირების პროცესში მონაწილეობა;
** პროდუქტის ტექნიკური დეტალების შესახებ წარმოების პროცესში ჩართული თანამშრომლების ინფორმირებაში მონაწილეობა;
** საინჟინრო ინფორმაციის, ნახაზებისა და შესაბამისი ფაილების სათანადო დოკუმენტირება და არქივირება;
** საინჟინრო გუნდის მიერ განსაზღვრული სხვა ტექნიკური დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი საინჟინრო/მექანიკის ინჟინერიის, არქიტექტურის ან სხვა მონათესავე მიმართულებით;
** AutoCAD, ArchiCAD, SOLIDWORKS პროგრამების ან მასთან მიახლოებული/მსგავსი პროგრამების ცოდნა;
** სასურველია, კანდიდატს ჰქონდეს 2 წლამდე სამუშაო გამოცდილება, მსგავს ან ანალოგიურ პოზიციაზე.

პიროვნული უნარები:

** გამართული კომუნიკაციის უნარი
** დეტალებზე ორიენტაციის უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** თავდაჯერებულობა
** ორგანიზებულობა

თუ გსურთ, შემოუერთდეთ ჩვენს გუნდს გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: vacancy@go-playgrounds.com. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - Junior ინჟინერი.

რეზიუმეს გამოგზავნით, თანხმობას აცხადებთ, "გოუ-ფლეიგრაუნდსი"-მა დასაქმების მიზნით დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები, რომელიც შეინახება 1 წელი კომპანიის ბაზაში

"გოუ-ფლეიგრაუნდსი" გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე