Робота для біженців з України
ასისტენტ თერაპევტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ასისტენტ თერაპევტი
მომწოდებელი: Bright Academy
გამოქვეყნდა: 03 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 03 ნოემბერი
ბავშვთა განვითარების ცენტრი ბრაით აკადემი - "Bright Academy" აცხადებს ვაკანსიას ასისტენტ თერაპევტის პოზიციაზე

სამუშაო დატვირთვა: სრული
ადგილმდებარეობა: თბილისი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ბაკალავრის ხარისხი ფსიქოლოგიაში;
** ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება;
** უპირატესობად ჩაითვლება ქცევის გამოყენებითი ანალიზის სერტიფიკატის ფლობა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა და გამოყენება;
** მინიმუმ ერთი უცხო ენის ცოდნა პროფესიული მასალის დამუშავების დონეზე.

საჭირო თვისებები და უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა.

ფუნქცია-მოვალეობები:

** ბავშვის განვითარების თერაპიულ პროცესში და ინდივიდუალური პროგრამის შედგენაში მონაწილეობის მიღება;
** სამუშაო პროცესის წარმართვაში ჩართვა როგორც სახლის, ისე ცენტრის გარემოში;
** შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება;
** უწყვეტი სწავლის პროცესში ჩართვა.

ჩვენ გთავაზობთ:

** პროფესიული ზრდის შესაძლებლობა;
** კეთილგანწყობილი სამუშაო გარემო;
** კონკურენტული ანაზღაურება.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: hr@brightacademy.ge

განცხადებების მიღების ბოლო ვადა 2026 წლის 3 ნოემბერი.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე