Робота для біженців з України
ინფრასტრუქტურული პროექტების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ინფრასტრუქტურული პროექტების მენეჯერი
მომწოდებელი: ევექსი
გამოქვეყნდა: 02 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 02 ნოემბერი
"ევექსი" აცხადებს ვაკანსიას ინფრასტრუქტურული პროექტების მენეჯერის პოზიციაზე

სამუშაო ადგილი: თბილისი, ს. ცინცაძის N24ა
სამუშაო განრიგი: სრული, სტანდარტული

ძირითადი მოვალეობები:

** ინფრასტრუქტურული (სარემონტო/სარეკონსტრუქციო) პროექტების სრული პროცესის მართვა;
** ინფრასტრუქტურული (სარემონტო/სარეკონსტრუქციო) პროექტების ზედამხედველობა მისი დაწყებიდან დასრულებამდე;
** მშენებლობის/სარემონტო სამუშაოების ჩატარების გეგმის, გრაფიკისა და ბიუჯეტის შედგენა;
** ხარჯთაღრიცხვისა და საჭირო რესურსების (ადამიანური, სამშენებლო მასალების, ხელსაწყოების, დანადგარები) კონტროლი;
** კონტრაქტორი კომპანიების მოძიება, მოლაპარაკების წარმოება, ხელშეკრულების გაფორმება და შესრულების მონიტორინგი;
** რემონტის დასრულების შემდეგ, ობიექტისთვის საჭირო ავეჯის, სამედიცინო და არასამედიცინო ინვენტარის შეკვეთის პროცესის მართვა;
** რემონტის/სარეკონსტრუქციო სამუშაოების ფარგლებში, სარეკლამო და მარკეტინგული მასალების მონტაჟის ზედამხედველობა, მარკეტინგის დეპარტამენტთან კოორდინაციით;
** სამშენებლო/სარემონტო ობიექტებზე უსაფრთხოების ნორმების კონტროლი კომპანიის შრომის უსაფრთხოების სპეციალისტთან კოორდინაციით;
** სამშენებლო/სარემონტო სამუშაოების პროექტის ჩაბარება, სამშენებლო მასალების ჩამოწერა და შესრულებული სამუშაოს შესახებ რეპორტის მომზადება;
** სამუშაო პროცესში წარმოშობილი დაბრკოლებების/სირთულეების იდენტიფიცირება და მათი გადაჭრის გზების უშუალო ხელმძღვანელთან ინიცირება;
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ მითითებული სხვადასხვა დავალების შესრულება, რაც პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებულია მის საქმიანობასთან.

ვაკანსიის მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება - სასურველია ტექნიკური, არქიტექტურის ან სამშენებლო მიმართულებით;
** აუცილებელია სამშენებლო პროექტების მართვის სულ მცირე 3 წლიანი გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა;
** სასურველია AutoCAD, ArchiCAD პროგრამების ცოდნა;
** სავალდებულოა სამშენებლო სტანდარტებისა და ნორმების ცოდნა;
** ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;
** პარტნიორობა (ურთიერთდახმარება, ურთიერთთანამშრომლობა, გუნდურობა);

"ევექსი" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!

დაინტერესებული კანდიდატები რეზიუმეს ასატვირთად მიჰყევით ბმულს: https://evex.selfrecruit.ge/s/EEVo5
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე