|
დასახელება:
სამედიცინო ზარალების ანგარიშგების მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
IGG - საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი
|
|
გამოქვეყნდა: 01 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 01 ნოემბერი
|
"საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო ზარალების ანგარიშგების მენეჯერის პოზიციაზე, თბილისში.
ძირითადი მოვალეობები:
** პროვაიდერი კლინიკების რეესტრის წარმოება და ინფორმაციის განახლება
** კლინიკებთან გაფორმებული ხელშეკრულებებისა და ცვლილებების აღრიცხვა
** კლინიკების ყოველთვიური შესრულების პროგრამაში ატვირთვა
** კლინიკებიდან მიღებული შესრულების დოკუმენტაციის, ფასებისა და ხელშეკრულებების პირობების დაცვის კონტროლი.
** ბუღალტერიასთან ერთად კლინიკების შედარების აქტებზე მუშაობა
** მიმდინარე და დაუსრულებელი საკითხების აღრიცხვა და კონტროლი
მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება
** საოფისე პროგრამების, განსაკუთრებით Excel-ის ცოდნა
** დოკუმენტაციასთან და მონაცემებთან მუშაობის გამოცდილება
** ინფორმაციის მოწესრიგებისა და სისტემატიზაციის უნარი
** ყურადღება დეტალების მიმართ
** პასუხისმგებლობის გრძნობა და ორგანიზებულობა
სასურველია სადაზღვევო კომპანიაში, კლინიკაში ან მსგავს ადმინისტრაციულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
ანაზღაურება: გამოცდილების შესაბამისად
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართებზე: vacancy@myigg.ge, გთხოვთ, დანიშნულებაში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
|
|
|
|