იტალიური რესტორანი "Alfredo" ეძებს მოტივირებულ და პასუხისმგებლობიან ადამიანს სამზარეულოს გუნდისთვის.
თუ გიყვარს სამზარეულო, გინდა ახალი უნარების სწავლა და პროფესიულად განვითარება, შემოგვიერთდი ჩვენს გუნდში!
ჩვენ გთავაზობთ:
** ანაზღაურება: 1, 300-2, 500 ₾ თვეში
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** უფასო კვება სამუშაო საათებში;
** ტრანსპორტირება
** პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობა;
** მეგობრული და გუნდური სამუშაო გარემო.
ფუნქცია მოვალეობები:
** პროდუქტების მომზადება, დაჭრა და შეფ-მზარეულისთვის საჭირო ინგრედიენტების მომზადება;
** შეფ-მზარეულის დახმარება კერძების მომზადების პროცესში;
** სამზარეულოში ყოველდღიური სამუშაო პროცესების მხარდაჭერა;
** პროდუქტების სწორად განთავსება და შენახვის წესების დაცვა;
** სამუშაო სივრცისა და სამზარეულოს ინვენტარის სისუფთავის შენარჩუნება;
** საკვების უსაფრთხოებისა და ჰიგიენის ძირითადი წესების დაცვა;
** შეფ-მზარეულისა და გუნდის სხვა წევრების ყოველდღიურ საქმიანობაში დახმარება;
** საჭიროების შემთხვევაში, სხვა დამხმარე სამუშაოების შესრულება სამზარეულოში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** მონდომება და სწავლის სურვილი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდში მუშაობის უნარი;
** სისუფთავისა და წესრიგის დაცვა;
** ენები: ქართული, ინგლისური (საბაზისო დონე)
საკონტაქტო ინფორმაცია, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე მითითებულ მეილზე სახელწოდებით "მზარეულის დამხმარე": hr@alfredo-trattoria.com
კომპანია უზრუნველყოფს თანაბარ შესაძლებლობებს ყველა კანდიდატისთვის. შერჩევის პროცესი ეფუძნება მხოლოდ პროფესიულ კვალიფიკაციას, გამოცდილებასა და კომპეტენციებს. დისკრიმინაციის ნებისმიერი ფორმა დაუშვებელია.
|