Робота для біженців з України
ავეჯის კონსტრუქტორი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ავეჯის კონსტრუქტორი
მომწოდებელი: ავეჯის საწარმო
გამოქვეყნდა: 30 სექტემბერი / ბოლო ვადა: 30 ოქტომბერი
ვარკეთილში მდებარე ავეჯის საწარმო ეძებს გამოცდილ ავეჯის კონსტრუქტორს.

ამჟამად ვმუშაობთ SketchUp-ში, თუმცა შესაძლებელია თქვენთვის სასურველ/მოსახერხებელ ნებისმიერ პროგრამაში მუშაობა.

ძირითადი მოვალეობები:

** დამკვეთთან ეფექტური კომუნიკაცია, მისი მოთხოვნების დაზუსტება და პროექტის ბოლომდე გაყოლა.
** ავეჯის ზუსტი 2D ნახაზებისა და განშლის მომზადება
** ჭრისა და დეტალიზაციის სიების (Cut list) მომზადება საამქროსთვის
** ტექნიკური დეტალების, მასალებისა და ფურნიტურის სწორი დათვლა

მოთხოვნები:

** ავეჯის დაპროექტების რომელიმე პროგრამაში მუშაობის გამოცდილება (SketchUp, Bazis-Mebelshchik და ა.შ.) — სავალდებულოა
** მომხმარებელთან კომუნიკაციისა და კონსულტაციის კარგი უნარები
** ავეჯის კონსტრუქციების, მასალებისა და ტექნოლოგიური პროცესების სიღრმისეული ცოდნა
** შესაბამის პოზიციაზე სამუშაო გამოცდილება სავალდებულოა
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და სიზუსტე
** აუცილებელია გამოცდილება

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ფორმატი: ადგილზე ან ჰიბრიდული (სიტუაციიდან გამომდინარე)
** ლოკაცია: თბილისი, ვარკეთილი
** ანაზღაურება: შეთანხმებით

გთხოვთ გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე და ასევე მიუთითეთ ხელფასთან დაკავშირებით თქვენი მოლოდინები houmafurnitureanddesign@gmail.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე