|
დასახელება:
ბუღალტერი
|
| მომწოდებელი:
Promant
|
|
გამოქვეყნდა: 30 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 30 ოქტომბერი
|
"Promant" — პროფესიონალური ესთეტიკისა და ინექციური მედიცინის მიმართულებით პრემიუმ ბრენდების ექსკლუზიური დისტრიბუტორი საქართველოში — აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.
ვეძებთ პასუხისმგებლიან, ორგანიზებულ და დეტალებზე ორიენტირებულ ადამიანს, რომელიც უზრუნველყოფს კომპანიის ყოველდღიური საბუღალტრო პროცესების სწორად და დროულად წარმართვას.
ძირითადი მოვალეობები:
** კომპანიის ყოველდღიური საბუღალტრო ოპერაციების წარმოება;
** პირველადი დოკუმენტაციის დამუშავება და კონტროლი;
** შემოსავლებისა და ხარჯების აღრიცხვა;
** საბანკო ოპერაციების აღრიცხვა და კონტროლი;
** დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების კონტროლი;
** ანგარიშ-ფაქტურების, ზედნადებებისა და სხვა საბუღალტრო დოკუმენტაციის წარმოება;
** იმპორტთან დაკავშირებული საბუღალტრო ოპერაციების აღრიცხვა;
** საწყობისა და საქონლის მოძრაობის აღრიცხვაში მონაწილეობა;
** თანამშრომლებთან დაკავშირებული საბუღალტრო პროცესების წარმოება;
** ხელფასებისა და შესაბამისი გადასახადების დარიცხვა/აღრიცხვა;
** საგადასახადო დეკლარაციების მომზადება და წარდგენა;
** საგადასახადო ვალდებულებების კონტროლი;
** საჭიროების შემთხვევაში ფინანსური ანგარიშებისა და შიდა რეპორტების მომზადება;
** აუდიტთან და გარე პარტნიორებთან საჭირო ფინანსური ინფორმაციის კოორდინაცია.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ფინანსების, ბუღალტერიის ან შესაბამის სფეროში;
** ბუღალტრად მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის კარგი ცოდნა;
** RS.ge-სა და balance-ის საბუღალტრო პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება;
** Excel-ის კარგი ცოდნა;
** ქართული საბუღალტრო დოკუმენტაციის წარმოების ცოდნა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და სიზუსტე;
** ორგანიზებულობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** დამოუკიდებლად მუშაობისა და პრობლემების გადაჭრის უნარი.
უპირატესობად ჩაითვლება: დისტრიბუციის, იმპორტის ან სავაჭრო კომპანიაში მუშაობის გამოცდილება.
ჩვენ გთავაზობთ:
** მუშაობას სტაბილურ და განვითარებად კომპანიაში;
** პროფესიონალურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** პრემიუმ საერთაშორისო ბრენდებთან დაკავშირებულ საინტერესო სამუშაო პროცესს;
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
** კონკურენტულ ანაზღაურებას;
** სრულ სამუშაო განაკვეთს.
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: ნახევარი განაკვეთი, ჰიბრიდული.
თუ ხარ ზუსტი, პასუხისმგებლობიანი და პროფესიონალი და გსურს განვითარდე დინამიკურ კომპანიაში, გელოდებით Promant-ის გუნდში.
გამოგვიგზავნე შენი CV და დაგვიკავშირდი ელფოსტაზე: info@promant.ge.
|
|
|
|