Робота для біженців з України
მუშა
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მუშა
მომწოდებელი: კერძო საწარმოო კომპანია
გამოქვეყნდა: 30 სექტემბერი / ბოლო ვადა: 30 ოქტომბერი
კერძო საწარმოო კომპანია აცხადებს ვაკანსიას მუშის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, საქართველო
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი: 5 დღე კვირაში; 8-საათიანი სამუშაო გრაფიკი
ანაზღაურება: 1100 ლარი (ხელზე ასაღები)
ბენეფიტები: ჯანმრთელობის დაზღვევა;

ფუნქცია-მოვალეობები:

** საწარმოო პროცესის მასალებით უწყვეტი მომარაგების უზრუნველყოფა;
** ნედლეულის, მასალებისა და მზა პროდუქციის გადაადგილება;
** საწყობში პროდუქციის განთავსება და დასაწყობების პროცესში მონაწილეობა;
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ მიცემული დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: თვითმცლელის მართვის მოქმედი სერტიფიკატის ფლობა ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლიანობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;

კომპანიაში გელოდებათ სტაბილური სამუშაო გარემო და კეთილგანწყობილი გუნდი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hrcompany@top.ge

სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება — მუშა
თანამშრომელთა შერჩევის პროცესი წარიმართება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, თანაბარი მოპყრობისა და დისკრიმინაციის აღმოფხვრის პრინციპების დაცვით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე