Робота для біженців з України
მაღაზიის საწყობის თანამშრომელი/მტვირთავი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მაღაზიის საწყობის თანამშრომელი/მტვირთავი
მომწოდებელი: დამი
გამოქვეყნდა: 30 სექტემბერი / ბოლო ვადა: 30 ოქტომბერი
სამშენებლო მასალების კომპანია "დამი" აცხადებს ვაკანსიას მაღაზიის საწყობის თანამშრომლის (მტვირთავი / კონსულტანტი) პოზიციაზე.

ჩვენი კომპანია წლებია საქართველოს ბაზარზე ოპერირებს და მომხმარებლებს მშენებლობისთვის საჭირო, მაღალი ხარისხის და მოთხოვნად პროდუქციას სთავაზობს.

ძირითადი ინფორმაცია:

სამუშაო ადგილი: თბილისი, ქიზიყის ქ. 1 (აეროპორტის გზატკეცილი)
სამუშაო გრაფიკი: სრული
ანაზღაურება: 1800 ლარი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

საწყობის მიმართულებით (მტვირთავი):

** შემოსული პროდუქციის ავტომანქანებიდან ჩამოტვირთვა და საწყობში განლაგება;
** გაყიდული პროდუქციის სწორად და ეფექტურად გაცემა;
** საწყობში არსებული ნივთების დაზიანების გარეშე შენახვის უზრუნველყოფა;
** დარბაზის მიმართულებით (კონსულტანტი):
** მომხმარებლების მომსახურება კომპანიის კორპორაციული სტანდარტების მიხედვით;
** პროდუქციის სტანდარტული წესით განლაგების უზრუნველყოფა;
** მაღაზიაში განთავსებულ პროდუქციაზე საფასო ნიშნების (ფასმაჩვენებლების) სისწორის კონტროლი;
** გაყიდული ნივთის ადგილზე შემოწმება და გაცემა;
** საწყობის აღწერებსა და ინვენტარიზაციაში აქტიური მონაწილეობის მიღება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და პუნქტუალურობა;
** ეფექტური კომუნიკაციისა და მომხმარებელთან თავაზიანი მომსახურების უნარი;
** დროის მართვისა და ფიზიკური დატვირთვის გაძლების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;

ჩვენ გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** კომფორტულ სამუშაო გარემოს;
** მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს;

განაცხადის მიღება:

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: ltd.dami@gmail.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე