|
დასახელება:
აღრიცხვის მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
ვიზეტ გრუპი
|
|
გამოქვეყნდა: 30 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 30 ოქტომბერი
|
შპს "ვიზეტ გრუპი" აცხადებს ვაკანსიას აღრიცხვის მენეჯერის პოზიციაზე.
ვეძებთ ორგანიზებულ, პასუხისმგებლობიან და დეტალებზე ორიენტირებულ ადამიანს, რომელიც იზრუნებს საქონლის მოძრაობის ზუსტ და გამართულ აღრიცხვაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** შემოსული და რეალიზებული საქონლის აღრიცხვა;
** შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება და კონტროლი;
** საქონლის ნაშთების მუდმივი მონიტორინგი;
** მონაცემების შეჯერება და შეუსაბამობების კონტროლი;
** ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობა.
მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** სიზუსტე და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** Excel-ის ცოდნა;
** საბუღალტრო პროგრამების ცოდნა — სასურველია;
** ორგანიზებულობა და ანალიტიკური აზროვნება.
თუ გიყვარს წესრიგი, ზუსტი აღრიცხვა და პასუხისმგებლობიანი სამუშაო — გელოდებით "ვიზეტ გრუპის" გუნდში!
სამუშაო ადგილი: საბურთალო, ცინცაძის ქუჩა.
გრაფიკი: 11:00 - 19:00
ანაზღაურება: შეთანხმებით
დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ CV: info@myscooter.ge
|
|
|
|