|
დასახელება:
გაყიდვების მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
ტურინვესტ ჯგუფი
|
|
გამოქვეყნდა: 30 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 30 ოქტომბერი
|
"ტურინვესტ ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაოს აღწერა:
გაყიდვების მენეჯერი უზრუნველყოფს Bellevue Residence Suites-ისა და Boulevard Hotel Batumi-ის გაყიდვების, კომერციული და შემოსავლების მართვას, გაყიდვების სტრატეგიის განხორციელებას, პარტნიორული ურთიერთობების განვითარებასა და ობიექტების შემოსავლების მაქსიმიზაციას.
ძირითადი მოვალეობები:
** გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება ორივე ობიექტისთვის, Bellevue Residence Suites (70 აპარტამენტი) და Boulevard Hotel Batumi (27 ნომერი);
** კორპორატიულ კლიენტებთან, ტურ-ოპერატორებთან, საბითუმო აგენტებთან და OTA პარტნიორებთან ურთიერთობის დამყარება და განვითარება;
** ახალი გაყიდვების არხების და პარტნიორობების მოძიება, მოლაპარაკებების წარმოება და ხელშეკრულებების მომზადება;
** არსებული კლიენტების პორტფელის მართვა და გრძელვადიანი თანამშრომლობის უზრუნველყოფა;
** გაყიდვების შედეგების ანალიზი და რეგულარული ანგარიშგება ხელმძღვანელისთვის;
** ფასწარმოქმნის სტრატეგიის შემუშავება და ყოველდღიურად დინამიური ფასების მართვა;
** მოთხოვნის პროგნოზირება და შემოსავლების ოპტიმიზაცია მაქსიმალური შემოსავლის მისაღწევად;
** დისტრიბუციის არხების (OTA, PMS, Channel Manager) მართვა და ტარიფების პარიტეტის კონტროლი;
** კონკურენტების ანალიზი და საბაზრო ტენდენციების მონიტორინგი;
** ძირითადი მაჩვენებლების (RevPAR, ADR, Occupancy) რეგულარული ანალიზი და ანგარიშგება;
** კომერციული ფართების პოტენციურ მოიჯარეებთან მოლაპარაკებების წარმოება და საუკეთესო პირობების შეთანხმება;
** კომერციული ფართების იჯარის ხელშეკრულებების მომზადება და გაფორმება;
** კომერციული ფართების მოიჯარეების მხრიდან გადახდების გრაფიკის მონიტორინგი და დროული ანგარიშსწორების კონტროლი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მინიმუმ 2 წლიანი მუშაობის გამოცდილება გაყიდვების ან რევენიუ მენეჯმენტის მიმართულებით სასტუმროს ინდუსტრიაში;
** ტექნიკური და ანალიტიკური აზროვნება;
** Excel-ის ძალიან კარგი ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** მოლაპარაკებების და ხელშეკრულებების მართვის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
სამუშაო პირობები და ბენეფიტები:
** სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი;
** სამუშაო განაკვეთი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:30 -დან 18:30 -საათამდე;
** ანაზღაურება: შეთანხმებით;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** 50%-იანი ფასდაკლება ჰილტონ ბათუმის: Nephele Sky Bar, Tandila Lobby Bar, Eforea Spa;
** 70%-იანი ფასდაკლება საბაგირო გზაზე "არგო";
** ფასდაკლება რესტორან "არგო"-ში;
** 50%-იანი ფასდაკლება Hampton by Hilton Batumi Center -ში;
** დასაქმების შემდეგ თანამშრომლის შვილების ქართულ-ამერიკულ სკოლა "პროგრესში" ჩარიცხვის შემთხვევაში - 10%-იანი ფასდაკლება.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა ვაკანსიაზე განაცხადის შესავსებად, გთხოვთ, ეწვიეთ მითითებულ ბმულს: https://careertourinvestgroup.bitrix24.site/crm_form_wsk4c/
|
|
|
|