|
დასახელება:
ადმინისტრატორი
|
| მომწოდებელი:
European Fertility Clinic
|
|
გამოქვეყნდა: 29 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 29 ოქტომბერი
|
"ევროპიან ფერტილითი კლინიკა" რომელიც ორიენტირებულია ქალისა და მამაკაცის ჯანმრთელობაზე, აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, კრწანისის მე-2 შესახვევი 33
სამუშაო განაკვეთი: სრული, ორშაბათი პარასკევი, 9:00-დან 18:00-მდე. შაბათი 10:00-დან 16:00-მდე (თვეში 2-ჯერ) დამატებით ანაზღაურდება
დასვენების დღე: კვირა
ანაზღაურება: 1500 ლარი (ხელზე ასაღები)
ძირითადი მოვალეობები:
** პაციენტის შესაბამის პროგრამაში რეგისტრირება
** ამბულატორული ბარათის გახსნა და ინფორმაციის შევსება წინასწარგანსაზღვრული წესის შესაბამისად
** პაციენტისთვის ინფორმირება კლინიკაში არსებული სერვისების შესახებ
** სხვა ფუნქცია-მოვალეობები უშუალო უფროსის დავალების შესაბამისად
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება
** სამედიცინო დაწესებულებაში მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** MS Office საოფისე პროგრამების ცოდნა
** სავალდებულოა რუსული და ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა
პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** მომხმარებელზე ორიენტირებულობა
** დისციპლინის წესებისა და პროცედურების დაცვა
** დეტალებზე ორიენტირებულობა
ბენეფიტები:
** კორპორატიული ჯანმრთელობის დაზღვევა
** Fit Pass
** ფასდაკლება კლინიკაში არსებულ სერვისებზე 20%
** კლინიკაში არსებულ კაფეში 50%
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ რეზიუმე გადმოაგზავნოთ მისამართზე admin@efclinic.ge. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანტური ადგილის დასახელება "ადმინისტრატორი".
გისურვებთ წარმატებას.
|
|
|
|