|
დასახელება:
სამზარეულოს თანამშრომელი
|
| მომწოდებელი:
ლა პანეტერია
|
|
გამოქვეყნდა: 29 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 29 ოქტომბერი
|
"ლა პანეტერია" აცხადებს ვაკანსიას სამზარეულოს თანამშრომლის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** პროდუქტების მიღება, მომზადება და პირველადი დამუშავება;
** მზარეულებისთვის კერძების მომზადების პროცესში დახმარების გაწევა;
** ინგრედიენტების რეცხვა, გასუფთავება, დაჭრა და შესაბამისი წესით განთავსება;
** პროდუქციის სწორად შენახვა და ვარგისიანობის ვადების კონტროლი;
** სამზარეულოს სამუშაო სივრცის, ინვენტარისა და ტექნიკის სისუფთავის უზრუნველყოფა;
** კერძების მომზადებაში კომპანიის სტანდარტებისა და ტექნოლოგიური პროცესების დაცვა;
** მარაგების კონტროლსა და ინვენტარიზაციაში მონაწილეობა;
** დანაკარგის შემცირებისა და პროდუქციის ოპტიმალური მოხმარების ხელშეწყობა;
** HACCP-ის მოთხოვნების, ჰიგიენისა და სურსათის უვნებლობის ნორმების დაცვა;
** სამზარეულოს გუნდთან კოორდინირებული მუშაობა.
საჭირო უნარები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** პროფესიული განათლება კვების მიმართულებით ჩაითვლება უპირატესობად;
** დატვირთულ სამუშაო გარემოში მუშაობის უნარი;
** რამდენიმე ამოცანის ერთდროულად შესრულების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** სისუფთავე, ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა.
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე და 2 დასვენების დღე.
ჩვენ გთავაზობთ:
** გარემოს, სადაც შესაძლებლობა გექნებათ, იმუშაოთ პროფესიონალებთან ერთად და მუდმივად განვითარდეთ;
** კომპანიის პროდუქტებზე სპეციალურ ფასს თანამშრომლებისთვის.
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე: mariam@la-panetteria.com
|
|
|
|