Робота для біженців з України
სამშენებლო ობიექტის ტექნიკური თანამშრომელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სამშენებლო ობიექტის ტექნიკური თანამშრომელი
მომწოდებელი: Gold`s Key
გამოქვეყნდა: 29 სექტემბერი / ბოლო ვადა: 20 ოქტომბერი
Gold`s Key აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: სამშენებლო ობიექტის ტექნიკური თანამშრომელი.

ვეძებთ პასუხისმგებლობიან, მოწესრიგებულ და პრაქტიკული უნარების მქონე ადამიანს სამშენებლო-სარემონტო ობიექტზე სამუშაოდ.

ძირითადი მოვალეობები:

** მცირე სარემონტო სამუშაოების შესრულება;
** მოაჯირების და სხვა ელემენტების შეღებვა;
** კაფელ-მეტლახის დაფუგვა;
** შპაკლისა და წებოცემენტის მიქსერით მომზადება;
** წვრილმანი სარემონტო მასალების შეძენა, ტრანსპორტირება და ობიექტზე განაწილება;
** ხელოსნებისთვის სამუშაო პროცესში დახმარება;
** ობიექტზე სისუფთავისა და წესრიგის შენარჩუნება;
** სხვადასხვა მიმდინარე ტექნიკური და დამხმარე სამუშაოების შესრულება.

მოთხოვნები:

** B კატეგორიის მართვის მოწმობა — აუცილებელია;
** ავტომობილის მართვის კარგი პრაქტიკული გამოცდილება;
** პასუხისმგებლობიანი და მოწესრიგებული დამოკიდებულება;
** პუნქტუალურობა;
** ფიზიკური სამუშაოს შესრულების შესაძლებლობა;
** სამშენებლო-სარემონტო სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** სხვადასხვა პრაქტიკული სამუშაოს შესრულების უნარი.

სამუშაოს ფარგლებში გადმოგეცემათ 2026 წლის Chevrolet-ის ჯიპის ავტომობილი, ავტომატური გადაცემათა კოლოფით.

სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი, ორშაბათიდან პარასკევამდე: 09:00-18:00 ; შაბათს: 10:00-14:00
სამუშაო ადგილი: თბილისი, საბურთალო, მელიტონ ქანთარიას N1 (ნუცუბიძის IV მ/რ)
ანაზღაურება: 1500 ლ.

თუ ხარ პასუხისმგებლობიანი, აქტიური და პრაქტიკული ადამიანი, რომელსაც შეუძლია როგორც ობიექტზე მუშაობა, ისე ავტომობილით მასალებისა და საჭირო ნივთების გადაადგილება, დაგვიკავშირდი: 2024palmero@gmail.com.

Cv წარმოდგენის ვადა 20 ოქტომბერი.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე