Робота для біженців з України
ფინანსური ანალიტიკოსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფინანსური ანალიტიკოსი
მომწოდებელი: პოინტუსი
გამოქვეყნდა: 29 სექტემბერი / ბოლო ვადა: 29 ოქტომბერი
სს "პოინტუსი" აცხადებს ვაკანსიას ფინანსური ანალიტიკოსის პოზიციაზე.

სამუშაო განაკვეთი: სრული
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო საათები: 10:00-დან 19:00 საათამდე (ერთ საათიანი შესვენებით), კვირაში 5 სამუშაო დღე.

ძირითადი მოვალეობები:

** ყოველთვიური ფინანსური ანგარიშგებების მომზადება - ბიუჯეტთან მიმართებით ფაქტების ანალიზი;
** ბიუჯეტირების პროცესში ჩართულობა;
** ყოველკვარტალურად ბორდისთვის ფაილების მომზადება, ანალიზი და წარდგენა;
** ძირითადი ფინანსური უწყისების: მოგება-ზარალის, ფულადი ნაკადების და ბალანსის მომზადება;
** კომპანიის ფინანსური აუდიტის პროცესის მხარდაჭერა;
** პროექტების ფინანსური მოდელების შექმნა, პერიოდული კორექტირება/განახლება;
** კომპანიის ფინანსური მომგებიანობის ანალიზი;
** ბაზრის მონაცემების კვლევა და ინფორმაციის ანალიზი;
** დეპარტამენტის მოთხოვნის შესაბამისად ანალიტიკური, ფინანსური და სტატისტიკური რეპორტების მომზადება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** ფინანსური მიმართულებით მინიმუმ 2 წლიანი მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნა;
** MS Office მაღალ დონეზე ცოდნა;
** სასურველია აუდიტორულ კომპანიაში მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია საბუღალტრო პროგრამებთან მუშაობის გამო

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** მოლაპარაკებების წარმართვის უნარი;
** დაგეგმვისა და სამუშაოს ორგანიზების უნარი;
** შედეგზე ორიენტირებული.
** კონფიდენციალურობის დაცვა.

გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტი) წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. გთხოვთ რეზიუმე გადმოაგზავნოთ კომპანიის ელექტრონულ ფოსტაზე: hr@pontus.ge

აღნიშნულ ვაკანსიაზე განაცხადის (რეზიუმეს) გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ შპს "ჯევერს ქონსთრაქშენ"-მა განახორციელოს თქვენს მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემების (მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების) დამუშავება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის როგორც წინამდებარე ვაკანსიის ფარგლებში, ასვე სამომავლო ვაკანსიებთან მიმართებითაც.

გაცნობებთ, რომ კანდიდატის შესახებ ინფორმაცია შპს-ში "ჯევერს ქონსთრაქშენში" ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ კომპანიის მხრიდან მონაცემთა შემდგომი დამუშავების განხორციელება, ან გსურთ, მოწოდებული მონაცემების ცვლილება ან წაშლა, ასევე გსურთ თქვენი პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონით მონიჭებული სხვა უფლბების რეალიზება გთხოვთ, მოგვმართოთ დამატებით კომპანიის ელექტრონულ ფოსტაზე: hr@pontus.ge
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე