Робота для біженців з України
აკადემიური თერაპევტი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: აკადემიური თერაპევტი
მომწოდებელი: მენტალური ჯანმრთელობის ცენტრი გამმა
გამოქვეყნდა: 29 სექტემბერი / ბოლო ვადა: 15 ოქტომბერი
შპს "მენტალური ჯანმრთელობის ცენტრი გამმა" აცხადებს ვაკანსიას აკადემიური თერაპევტის პოზიციაზე ბათუმში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** ფსიქოლოგი ან სპეცმასწავლებელი;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (სასურველია);
** წერითი და ვერბალური კომუნიკაციის კარგი უნარი.

პიროვნული მახასიათებლები:

** კომუნიკაბელობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პროფესიული განვითარების მოტივაცია;
** არაკონფლიქტურობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
** პუნქტუალურობა.

უპირატესობა მიენიჭებათ სსს ბავშვებთან მუშაობის გამოცდილების მქონე პირებს.

ანაზღაურება:

გამომუშავებით, შესრულებული სამუშაოს და გამოცდილების შესაბამისად.

შერჩეული კანდიდატი დასაქმდება გამმას ბათუმის ფილიალში (ბათუმი, აღმაშენებლის 13).

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი სრულყოფილი CV ელექტრონულ მისამართზე: mhc.contact.mhc@gmail.com და საგანში (subject) მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება - აკადემიური თერაპევტის ვაკანსია.

განცხადების გამოგზავნის ბოლო ვადაა 2026 წლის 15 ოქტომბერი.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე