Робота для біженців з України
ხარისხის უზრუნველყოფის მიმართულების ხელმძღვანელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ხარისხის უზრუნველყოფის მიმართულების ხელმძღვანელი
მომწოდებელი: მარშე
გამოქვეყნდა: 29 სექტემბერი / ბოლო ვადა: 29 ოქტომბერი
"მარშე" საერთაშორისო სტანდარტების მქონე კვების პროდუქტების საწარმოა, ოთხი ძირითადი მიმართულებით: ნახევარფაბრიკატები, პურ-ფუნთუშეული, ხორცპროდუქტები და თევზეული.

"მარშე" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: ხარისხის უზრუნველყოფის მიმართულების ხელმძღვანელის პოზიციაზე.

პოზიციის მდებარეობა: ქ. თბილისი (თ. ერისთავის ქუჩა N 5).

ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობები:

** კომპანიის პოლიტიკისა და მიზნების შესაბამისად ხარისხის მენეჯმენტის სისტემის მეთოდური შემუშავების უზრუნველყოფა FSS 22000 სტანდარტის მოთხოვნების მიხედვით;
** ხარისხის მენეჯმენტის სისტემის დოკუმენტირებული პროცედურების შესრულების კონტროლი;
** ხარისხის მენეჯმენტის სისტემის და პროცესების ეფექტურობის მონიტორინგი და კონტროლი;
** ხარისხის მენეჯმენტის სისტემის შიდა/გარე აუდიტის პროცესის მართვა;
** შეუსაბამობების და რეკლამაციების ეფექტური რეესტრის ფორმირება და მართვა;
** ხარისხის მენეჯმენტის საკითხებში კონსულტაციების გაწევა თანამშრომლებისთვის;
** სურსათის წარმოების უვნებლობისა და ხარისხის მთლიანი ჯაჭვის კონტროლი;
** სურსათის უვნებლობისა და სანიტარულ - ჰიგიენური სტანდარტების დაცვის კონტროლი;
** გარე და შიდა ანგარიშების მომზადება დადგენილი წესის მიხედვით;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, სასურველია სამედიცინო, ბიოლოგიური, სურსათის ტექნოლოგიის ან სხვა მონათესავე სფეროში;
** ხარისხის უზრუნველყოფის მიმართულებით მინიმუმ მუშაობის 5 წლიანი გამოცდილება;
** სასურველია ხარისხის უზრუნველყოფის მიმართულებით ხელმძღვანელ პოზიციაზე მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** ხარისხის მართვის სისტემების მოთხოვნის შესაბამისი კვალიფიკაცია;
** სასურველია FSS 22000 სტანდარტების ზედმიწევნით კარგად ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენების მინიმუმ B2 დონეზე ცოდნა;

jobs@marshe.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე