Робота для біженців з України
დამხმარე ბუღალტერი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დამხმარე ბუღალტერი
მომწოდებელი: Greenwood Hotel
გამოქვეყნდა: 29 სექტემბერი / ბოლო ვადა: 29 ოქტომბერი
"Greenwood Hotel & Spa" — 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო ბათუმში, მწვანე კონცხზე, ბათუმის ბოტანიკურ ბაღთან ახლოს. სასტუმრო აერთიანებს კომფორტულ გარემოს, მაღალი ხარისხის მომსახურებას, რესტორანსა და სპა-ველნეს სერვისებს.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს ონლაინ პლატფორმებს:

** https://greenwood.ge/
** https://www.booking.com/hotel/ge/greenwood-batumi1.html
** https://ge.linkedin.com/company/greenwood-hotel-spa
** https://www.facebook.com/greenwoodhotelbatumi/?locale=ka_GE
** https://www.instagram.com/greenwood_hotel_batumi

კომპანია აცხადებს ვაკანსიას დამხმარე ბუღალტრის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი - სრული
სამუშაო ადგილი - ქ. ბათუმი, ბოტანიკური ბაღი, ბაღის I შესახვევი, N 3.
უშუალო ხელმძღვანელი- მთავარი ბუღალტერი

ფუნქცია-მოვალეობები:

** პირველადი დოკუმენტების (ანგარიშ-ფაქტურები, ინვოისები, მიღება-ჩაბარების აქტები, ზედნადებები და ა.შ.) შენახვა, აღრიცხვა, დაარქივება; საგადასახადო მიწოდების და კორექტირების ანგარიშ-ფაქტურების გამოწერა/მიღება;
** RS.ge-ზე მონაცემების შედარება საოპერაციო და ბუღალტრულ პროგრამებთან;
** ბუღალტრული ჩანაწერების შედარება;
** მარაგების ჩამოწერა და მარაგების სისწორის კონტროლი;
** უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, ეკონომიკის, ფინანსების მიმართულებით;
** MS Office-ის პრაქტიკული ცოდნა;
** Fina ბუღალტრული პროგრამის ცოდნა (სასურველია);
** RS.ge-ზე მუშაობის გამოცდილება;
** საგადასახადო კანონმდებლობის ცოდნა.

შერჩევის ეტაპები:

** 1. განაცხადების გადარჩევა
** 2. გასაუბრება

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@greenwood.ge გთხოვთ, სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "დამხმარე ბუღალტერი".

"თქვენ მიერ გამოგზავნილი განაცხადი/CV/რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალურ მონაცემებს.

თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე პასუხისმგებელ პირად განისაზღვრება შპს "გრინვუდ ჰოტელ".

გაცნობებთ, რომ შპს "გრინვუდ ჰოტელ"-ის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემები მუშავდება, ვაკანსიის მოთხოვნებთან თქვენი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენის მიზნით, სახელშეკრულებო/შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნებისა და დამუშავების პრინციპების შესაბამისად.

განაცხადი/CV/რეზიუმე-ს გამოგზავნით კანდიდატი თანხმობას აცხადებს, რომ პერსონალური მონაცემები შესაძლოა დამუშავდეს სხვა მოქმედ და სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით.

გამოგზავნილი განაცხადი შენახული იქნება არაუმეტეს 6 თვის ვადით, ხოლო კანდიდატის შესაბამის პოზიციაზე აყვანის შემთხვევაში, სახელშეკრულებო/შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობით."

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე