Робота для біженців з України
უმცროსი ფინანსური ანალიტიკოსი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უმცროსი ფინანსური ანალიტიკოსი
მომწოდებელი: კომპანია
გამოქვეყნდა: 29 სექტემბერი / ბოლო ვადა: 29 ოქტომბერი
კომპანია აცხადებს ვაკანსიას უმცროსი ფინანსური ანალიტიკოსის პოზიციაზე.

ინდუსტრია: სოფლის მეურნეობა
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, თამარ ჭოველიძის ქ. 4
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი, 10:30-18:00 სთ
ანაზღაურება: 800-1000 ლარი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსებისა ან ეკონომიკის მიმართულებით;
** რუსული და ინგლისური ენის ცოდნა სასაუბრო დონეზე;
** აუცილებელია Excel-ის საბაზისო დონეზე ცოდნა;
** სასურველია მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება მსგავს პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** მონაცემების შეგროვება და დამუშავება Excel-ში;
** მონაცემების სიზუსტის გადამოწმება პასუხისმგებელ პირებთან;
** ჩართულობა ყოველთვიური ბიუჯეტის და ფაქტობრივი ხარჯების მომზადებაში;
** ხარჯების ასახვა სპეციალურ პროგრამაში (შეისწავლით ადგილზე);
** მიღებული პირველადი დოკუმენტაციის/ინვოისების შემოწმება და ბუღალტერიაში დროულად მიწოდება;
** სხვადასხვა რეპორტების ყოველთვიური განახლება;
** გუნდის მხარდაჭერა პროექტთან დაკავშირებულ ყოველდღიურ ამოცანებში;

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:

** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა და სიზუსტე;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** სისწრაფე და ორგანიზებულობა;
** გუნდურობა და კომუნიკაბელურობა.

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV (ფაილს დაარქვით თქვენი სახელი და გვარი) შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: info@d-ame.ge.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე