Робота для біженців з України
მექანიკოსი - ქუთაისი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მექანიკოსი
მომწოდებელი: ხის კოჭების მწარმოებელი კომპანია
გამოქვეყნდა: 29 სექტემბერი / ბოლო ვადა: 29 ოქტომბერი
ხის კოჭების (ბალკების) მწარმოებელი კომპანია ეძებს გამოცდილ და პასუხისმგებლიან მექანიკოსს საწარმოო ხაზის მონტაჟის, შემდგომი მართვისა და გამართული მუშაობის უზრუნველსაყოფად.

აუცილებელი ცოდნა და უნარები:

** ნახაზების, სქემებისა და ტექნიკური დოკუმენტაციის კითხვა და ზუსტი გაგება;
** ხელის და ელექტროინსტრუმენტებთან მუშაობის გამოცდილება (სახრახნისი, კუთხსახეხი, ქანჩსახრახნი);
** ლითონის ზეინკლური დამუშავება: ჭრა, ბურღვა, გაქლიბვა, ღუნვა;
** საზომი ხელსაწყოების ფლობა (შტანგენფარგალი, მიკრომეტრი, თარაზო, ლენტი, კუთხმზომი) და ზომების სიზუსტის კონტროლი;
** მექანიკური მოწყობილობების მუშაობის პრინციპების სიღრმისეული ცოდნა (მექანიკა, პნევმატიკა, ჰიდრავლიკა), სხვადასხვა ტიპის დანადგარების, მათი მონტაჟის, მომსახურებისა და შეკეთების ტექნოლოგიების ცოდნა;
** თანამედროვე სადიაგნოსტიკო მეთოდებისა და ინსტრუმენტების გამოყენებით, გაუმართაობის მიზეზების სწრაფად და ზუსტად გამოვლენის უნარი;
** მონტაჟის, ტექნიკური მომსახურებისა და შეკეთების სამუშაოების ეფექტურად დაგეგმვის, ორგანიზების, ხარჯებისა და რესურსების ოპტიმიზაციის უნარი;
** ტექნიკური პერსონალის მართვის, თანამშრომელთა მოტივირების, უფლებამოსილებების დელეგირებისა და დავალებების შესრულების კონტროლის უნარი;
** რთულ სიტუაციებში გადაწყვეტილებების სწრაფად და ეფექტურად მიღების, რისკებისა და შედეგების შეფასების უნარი;
** CAD (საპროექტო კომპიუტერულ) პროგრამებში მუშაობის გამოცდილება;
** მექანიკური მოწყობილობების მუშაობის მარეგულირებელი უსაფრთხოების მოთხოვნების, სტანდარტებისა და წესების ცოდნა;
** მონაცემების ანალიზის, ტენდენციების გამოვლენისა და დანადგარების მუშაობის ეფექტურობის ამაღლების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების შემუშავების უნარი;
** მონტაჟის სიზუსტის ასამაღლებლად ლაზერული საზომი ხელსაწყოების გამოყენების უნარი.

სასურველია:

** შედუღების სამუშაოების შესრულების უნარი;
** საბაზისო ცოდნა ელექტროენერგეტიკაში.

მოვალეობები დანადგარების მონტაჟის ეტაპზე:

** მოწყობილობების მონტაჟის უზრუნველყოფა: მექანიკოსი პასუხისმგებელია დანადგარების ტექნიკურად სწორ მონტაჟზე, საიმედოობასა და მათ სამუშაო მდგომარეობაში მოყვანაზე;
** პერსონალის მართვა: სამონტაჟო და სარემონტო სამსახურის თანამშრომლების ხელმძღვანელობა, დავალებების გადანაწილება, ტექნიკური უსაფრთხოების წესების დაცვისა და თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების კონტროლი;
** დეტალების მომზადება: მონტაჟის წინ კომპონენტების გაწმენდა, გაუცხიმოვნება, მარკირება და დახარისხება;
** აწყობა და მონტაჟი: დეტალების შეერთება კვანძებად და მექანიზმებად ხელის და ელექტროინსტრუმენტების გამოყენებით: ბურღვა, ჭრა, ხრახნის მოჭრა, ასევე ხრახნიანი, შემდუღებელი, ნარჩილავი და მორკინული შეერთებების აწყობა;
** მოწყობილობებისა და კონსტრუქციების მონტაჟი: სამრეწველო დანადგარების (ჩარხები, პრესები, კონვეიერები), ლითონის კონსტრუქციების (კოჭები/ბალკები, კარკასები, რეზერვუარები), მილსადენებისა და სხვა ელემენტების დამონტაჟება საპროექტო მოთხოვნების შესაბამისად;
** შესყიდვები და ლოგისტიკა: მასალებისა და სათადარიგო ნაწილების შესყიდვაზე განაცხადების გაფორმება, მათი მიღებისა და შენახვის კონტროლი, სასაწყობო მარაგების ოპტიმიზაცია.

რას გთავაზობთ:

** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00 - 18:00 სთ;
** სტაბილურ და გრძელვადიან სამუშაოს განვითარებად წარმოებაში;
** ჯანმრთელობის დაზღვევასა და კვებას;
** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ-ფოსტაზე: sgelashvili.gsolar@gmail.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე