Робота для біженців з України
მარაგ-ნაწილების/დაბრ. პროდუქციის საწყობების სუპერვაიზერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მარაგ-ნაწილების/დაბრ. პროდუქციის საწყობების სუპერვაიზერი
მომწოდებელი: PepsiCo
გამოქვეყნდა: 29 სექტემბერი / ბოლო ვადა: 25 ოქტომბერი
"PepsiCo" წამყვანი საერთაშორისო კომპანიაა კვებისა და სასმელების სფეროში და ოპერირებს მსოფლიოს 200-ზე მეტ ქვეყანაში. მისი მრავალფეროვანი და ცნობილი ბრენდების პორტფელიდან საქართველოში წარმოდგენილია: რძის კატეგორიიდან - "სოფლის ნობათი", "ჩუდო", "რჩეული"; წვენების კატეგორიიდან - "Sandora", "Sadochek"; სნეკების კატეგორიიდან - "Lays", "Doritos", "Cheetos"; გაზირებული სასმელების კატეგორიიდან - "Pepsi", "Mirinda", "7Up", "Aquafina", "Lipton".

შემოგვიერთდით! ჩვენ ვეძებთ მოტივირებულ კანდიდატებს მარაგ-ნაწილებისა და დაბრუნებული პროდუქციის საწყობების სუპერვაიზერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** საწყობების ოპერაციების მართვა: პროდუქციისა და სათადარიგო ნაწილების მიღება, შენახვა და გაცემა;
** ინვენტარის სიზუსტისა და მარაგების ეფექტური მართვის უზრუნველყოფა;
** ERP სისტემაში (1C) მარაგების მოძრაობის დროული და ზუსტი აღრიცხვა;
** საწყობის ორგანიზების სტანდარტების დაცვა, მათ შორის ლოკაციების, მარკირებისა და SKU-ების მართვა;
** პერიოდული გადათვლებისა და ინვენტარიზაციის ჩატარება, შეუსაბამობების გამოვლენა და აღმოფხვრა;
** წარმოების, ლოჯისტიკისა და ფინანსების გუნდებთან ყოველდღიური კოორდინაცია;
** საწყობის საქმიანობის ძირითადი მაჩვენებლების/KPI-ების მონიტორინგი და გაუმჯობესება;
** პროცესების ოპტიმიზაცია ეფექტიანობის გაზრდისა და საოპერაციო რისკების შემცირების მიზნით;
** შრომის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის (HSE) სტანდარტების, შიდა კონტროლისა და აუდიტის მოთხოვნების დაცვა;
** მომწოდებლებთან და კონტრაქტორებთან ურთიერთობის მართვა საწყობის საკითხებთან დაკავშირებით.

კანდიდატის პროფილი:

** პროფესიული ტექნიკური ან უმაღლესი განათლება;
** საწყობის მართვის მიმართულებით მინიმუმ 2-3 წლიანი გამოცდილება;
** საწყობის დოკუმენტაციისა და პროცესების მართვის ცოდნა;
** საწყობის მართვის პრინციპების კარგი ცოდნა, მათ შორის ლოკაციების (Bin Location), SKU-ებისა და ნომენკლატურის მართვა;
** ინვენტარიზაციების ჩატარების გამოცდილება;
** ERP სისტემებთან (1C ან ანალოგიური) მუშაობის გამოცდილება;
** ქართული ენის თავისუფლად, ინგლისური ენის B1+ დონეზე ცოდნა;
** MS Office-ის პროგრამების საბაზისო ცოდნა.

თუ თქვენი პროფილი შეესაბამება აღნიშნული პოზიციის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: career.caucasus@pepsico.com 25 ოქტომბრამდე და მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება ელ-ფოსტის სათაურის ველში.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე (შეგროვება, ჩაწერა, სისტემატიზაცია, მოგროვება, შენახვა, განახლება, შეცვლა, ამოღება, გამოყენება, ბლოკირება, წაშლა, განადგურება) და/ან მათი ავტომატიზაციის საშუალებების გამოყენებით ან მის გარეშე იმ ადგილობრივ ან საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის გადაცემაზე, რომლებთანაც კომპანია ახორციელებს ურთიერთქმედებას შესაბამისი ხელშეკრულებების საფუძველზე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე