Робота для біженців з України
მოპირკეთების სამუშაოების სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მოპირკეთების სამუშაოების სპეციალისტი
მომწოდებელი: ორბი ჯგუფი თბილისი
გამოქვეყნდა: 28 სექტემბერი / ბოლო ვადა: 28 ოქტომბერი
შპს "ორბი ჯგუფი თბილისი" აცხადებს ვაკანსიას მოპირკეთების სამუშაოების სპეციალისტის (Finishing Work Specialist)-ის პოზიციაზე, Central Park Towers-ის პროექტისთვის.

პოზიციაზე დასაქმებული პირი პასუხისმგებელი იქნება სამშენებლო ობიექტზე მიმდინარე მოპირკეთების სამუშაოების ყოველდღიურ მონიტორინგზე, ქვეკონტრაქტორების საქმიანობის კონტროლზე, შესრულებული სამუშაოების ხარისხისა და მოცულობების გადამოწმებასა და პროექტის მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფაზე.

ანაზღაურება: 2000-3000 ლარი
სამუშაო ადგილი: თბილისი, ალ. ყაზბეგის გამზირი
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი

ძირითადი მოვალეობები:

** ობიექტზე მიმდინარე Finishing Works-ის ყოველდღიური მონიტორინგი და კონტროლი;
** ქვეკონტრაქტორების სამუშაო პროცესისა და პროგრესის ზედამხედველობა;
** შესრულებული სამუშაოების მოცულობის, ხარისხისა და შესაბამისობის გადამოწმება;
** ქვეკონტრაქტორების მიერ წარმოდგენილი შესრულებული სამუშაოების აქტებისა და Progress Payment-ების ფაქტობრივ სამუშაოებთან შედარება;
** სამუშაოების ადგილზე გაზომვა და რაოდენობების გადამოწმება;
** არქიტექტურული და სამუშაო ნახაზების მიხედვით შესრულებული სამუშაოების კონტროლი;
** კედლის, იატაკის, ჭერის, ფილების, შეღებვისა და სხვა მოპირკეთების სამუშაოების ხარისხის შემოწმება;
** აღმოჩენილი ხარვეზების დაფიქსირება და მათი გამოსწორების კონტროლი;
** ყოველდღიური პროგრესისა და სამუშაოების სტატუსის შესახებ ანგარიშგება;
** პროექტის გუნდთან და ქვეკონტრაქტორებთან სამუშაო საკითხების კოორდინაცია;
** სამუშაოების ვადების მონიტორინგი და შესაძლო შეფერხებების დროული იდენტიფიცირება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** 3-5 წლიანი სამუშაო გამოცდილება სამშენებლო სფეროში;
** Finishing Works-ის მიმართულებით გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** არქიტექტურული და სამუშაო ნახაზების წაკითხვისა და ინტერპრეტირების უნარი;
** შესრულებული სამუშაოების მოცულობებისა და რაოდენობების გადამოწმების გამოცდილება;
** ქვეკონტრაქტორებთან მუშაობის გამოცდილება;
** სამშენებლო მასალებისა და მოპირკეთების სამუშაოების ტექნოლოგიების ცოდნა;
** MS Office / Excel-ის ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა;
** AutoCAD-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** კარგი კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ სამუშაოს მიმდინარე სამშენებლო პროექტზე;
** პროფესიულ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს;
** გამოცდილ სამშენებლო გუნდთან მუშაობის შესაძლებლობას;
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას.

დაინტერესების შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე გაგვიზიარეთ შემდეგ ელ.ფოსტაზე: mjapharidze@orbi.net
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე