Робота для біженців з України
სავიზო მომსახურების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სავიზო მომსახურების მენეჯერი
მომწოდებელი: Travelfy
გამოქვეყნდა: 28 სექტემბერი / ბოლო ვადა: 28 ოქტომბერი
ტურისტული კომპანია "Travelfy" აცხადებს ვაკანსიას სავიზო მომსახურების მენეჯერის პოზიციაზე.

პასუხისმგებლობები:

** სხვადასხვა ქვეყნის სავიზო განაცხადების მომზადება და შევსება;
** სავიზო მოთხოვნებისა და პროცედურების მოძიება და მუდმივი გადამოწმება ოფიციალურ წყაროებში;
** კლიენტის დოკუმენტაციის მიღება, შემოწმება და სისტემატიზაცია;
** დოკუმენტების შესაბამისობისა და სისწორის დეტალური კონტროლი;
** განაცხადების, დოკუმენტაციისა და მონაცემების ინგლისურ ენაზე დამუშავება;
** საელჩოებისა და სავიზო ცენტრების ონლაინ პლატფორმებთან მუშაობა;
** ვიზიტებისა და ბიომეტრიისთვის საჭირო პროცედურების ორგანიზება;
** განაცხადების სტატუსებისა და ვადების კონტროლი;
** კლიენტებისთვის საჭირო დოკუმენტაციისა და შემდგომი ეტაპების შესახებ ზუსტი ინფორმაციის მიწოდება;
** შიდა ბაზებისა და სამუშაო ფაილების წარმოება/განახლება;
** სხვა დავალებები და პასუხისმგებლობები მოთხოვნის შესაბამისად.

მოთხოვნები:

** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა - C1;
** ინგლისურენოვანი ოფიციალური დოკუმენტებისა და ინსტრუქციების თავისუფლად წაკითხვისა და გააზრების უნარი;
** ძლიერი საოპერაციო და ადმინისტრაციული უნარები;
** განსაკუთრებული ყურადღება დეტალების მიმართ;
** დოკუმენტებთან და დიდი მოცულობის ინფორმაციასთან მუშაობის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და სიზუსტე;
** ვადებისა და რამდენიმე პროცესის პარალელურად მართვის უნარი;
** კომპიუტერული პროგრამებისა და ონლაინ პლატფორმების სწრაფად ათვისების უნარი;
** დამოუკიდებლად ინფორმაციის მოძიებისა და გადამოწმების უნარი.

უპირატესობად ჩაითვლება:

** სავიზო განაცხადებთან მუშაობის გამოცდილება;
** ტურიზმის სფეროში გამოცდილება;
** საერთაშორისო დოკუმენტაციასთან ან უცხოელ პარტნიორებთან მუშაობის გამოცდილება.

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე შემდეგ ელექტონულ მისამართზე - hr@travelfy.ge
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე