|
დასახელება:
ბელბოი
|
| მომწოდებელი:
Hotel Indigo Batumi Old Town
|
|
გამოქვეყნდა: 28 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 28 ოქტომბერი
|
საერთაშორისო ბრენდული სასტუმრო Hotel Indigo Batumi Old Town, რომელიც მდებარეობს ისტორიულ შენობაში, ევროპის მოედანზე, ეძებს ენერგიულ, კომუნიკაბელურ და პასუხისმგებლიან კანდიდატებს ბელბოის პოზიციაზე.
პოზიცია — ბელბოი
ადგილმდებარეობა — ბათუმი
სამუშაო გრაფიკი — ცვლებში მუშაობა
ანაზღაურება — 800 ლარი
ძირითადი მოვალეობები:
** სასტუმროს სტუმრების თბილი და პროფესიული დახვედრა;
** სტუმრების ბარგის მიღება, გადატანა და ნომრებში დროული მიწოდება;
** სტუმრების გაცილება და საჭიროების შემთხვევაში ტრანსპორტირებაში დახმარება;
** სტუმრებისთვის ინფორმაციის მიწოდება სასტუმროს სერვისებისა და ინფრასტრუქტურის შესახებ;
** ლობისა და ბარგის ზონის სისუფთავისა და წესრიგის უზრუნველყოფა;
** სტუმრების მოთხოვნებზე დროული და თავაზიანი რეაგირება.
საჭირო კვალიფიკაცია და უნარები:
** თავაზიანი, კომუნიკაბელური და სტუმარზე ორიენტირებული დამოკიდებულება;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდში მუშაობის უნარი;
** ინგლისური ენის საბაზისო ცოდნა — აუცილებელი;
** სხვა უცხო ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** მსგავს პოზიციაზე გამოცდილება სასურველია, თუმცა არ არის სავალდებულო.
ჩვენ გთავაზობთ:
** სამუშაო გარემოს საერთაშორისო ბრენდის სტანდარტების შესაბამისად;
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
** კარიერული წინსვლის შესაძლებლობას;
** მეგობრულ და პროფესიონალურ გუნდს;
** სასიამოვნო სამუშაო გარემოს.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტაზე: hr@indigobatumi.com
|
|
|
|