Робота для біженців з України
შპს-ს დირექტორი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შპს-ს დირექტორი
მომწოდებელი: საქართველოს უსინათლოთა კავშირი
გამოქვეყნდა: 28 სექტემბერი / ბოლო ვადა: 28 ოქტომბერი
"საქართველოს უსინათლოთა კავშირი" აცხადებს ვაკანსას შპს-ს დირექტორის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: ბათუმი
დასაქმების სფერო: უძრავი ქონების მართვა / საიჯარო საქმიანობა
ანაზღაურება: 2000 ლარი დარიცხული (ზრდის პერსპექტივით)
სამუშაო გრაფიკი: თავისუფალი, საქმიანობის სპეციფიკის შესაბამისად

პოზიციის შესახებ

ვეძებთ პასუხისმგებლიან, ორგანიზებულ და შედეგზე ორიენტირებულ დირექტორს, რომელიც უხელმძღვანელებს კომპანიის საიჯარო საქმიანობას, ეფექტიანად მართავს შპს-ს მფლობელობაში არსებულ უძრავ ქონებას და უზრუნველყოფს საიჯარო შემოსავლების ზრდასა და ქონების სათანადო მართვას.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** შპს-ს ბალანსზე არსებული ფართების ეფექტიანი მართვა და იჯარით გაცემის ორგანიზება;
** პოტენციური მოიჯარეების მოძიება, კომუნიკაცია და შესაბამისი მოლაპარაკებების წარმოება;
** საიჯარო ხელშეკრულებების მომზადების/გაფორმების პროცესის ორგანიზება და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების კონტროლი;
** კომპანიის საკუთრებაში არსებული ფართების მდგომარეობის მონიტორინგი; ფართების იჯარით გასაცემად მომზადების, კეთილმოწყობისა და საჭირო სამუშაოების ორგანიზება;
** კომპანიის სახელით პარტნიორებთან, მოიჯარეებთან, მომსახურების მიმწოდებლებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან კომუნიკაცია;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება — სასურველია ეკონომიკის, ბიზნესის ადმინისტრირების, ფინანსების, მენეჯმენტის ან მომიჯნავე მიმართულებით;
** მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება.
** უძრავი ქონების მართვისა და საიჯარო საქმიანობის ძირითადი პრინციპების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** ძლიერი ორგანიზაციული და მენეჯერული უნარები;
** დროის ეფექტიანი მართვის უნარი;
** MS Office-ის, განსაკუთრებით Word-ისა და Excel-ის, კარგი ცოდნა;
** ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა;
** ბათუმში მუშაობის შესაძლებლობა.

ჩვენ გთავაზობთ:

** 2000 ლარს დარიცხულ ანაზღაურებას, შემდგომი ზრდის შესაძლებლობით;
** მოქნილ და თავისუფალ სამუშაო გრაფიკს;
** მაღალი დონის დამოუკიდებლობას სამუშაო პროცესის ორგანიზებაში;
** პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
** შედეგებზე დაფუძნებულ, გრძელვადიან თანამშრომლობას;

თუ გაქვთ შესაბამისი გამოცდილება, ხედვა და სურვილი, მონაწილეობა მიიღოთ კომპანიის განვითარებასა და უძრავი ქონების ეფექტიან მართვაში, გამოგვიგზავნეთ თქვენი CV მისამართზე sukavshiri@gmail.com. სათაურის ველში მიუთითეთ "შპს-ს დირექტორი".

ტელ: 577 15 02 42
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე