|
დასახელება:
სხვადასხვა
|
| მომწოდებელი:
ბონკაფე
|
|
გამოქვეყნდა: 28 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 28 ოქტომბერი
|
"ბონკაფე" წარმოადგეს ადგილს, სადაც მომხმარებელს ვთავაზობთ ყოველდღიური რაციონის შემადგენელ საკვებ პროდუქტებს. პურ-ფუნთუშეულს, სხვადასხვა სახეობის ცხელ და ცივ კერძებს, დესერტებს. ცივ და ცხელ სასმელებს.
მისამართი: ნეკერჩხლის 2; "მწვანე ქალაქი ლისზე".
ჩვენს გუნდში ვეძებთ აქტიურ და მოტივირებულ კანდიდატებს შემდეგ პოზიციებზე:
1. ბარისტა
პირობები:
** ანაზღაურება: 1200 + ბონუსი
** დასვენება 6/1 (6.5 სთ სამუშაო გრაფიკი)
** სამუშაო გრაფიკი: კვირაში 40 საათი
** სამუშაო საათები : 08:00- 15:00 / 15:00-22:00
ძირითადი მოვალეობები:
** მენიუს მახასიათებლების სრულყოფილად ცოდნა;
** მომხმარებლების კონსულტაცია;
** სალაროს ოპერაციების შესრულება;
** სხვადასხვა სახეობის ცივი და ცხელი სასმელების მომზადება;
** ონლაინ შეკვეთების კოორდინირება;
** სამუშაო სივრცეში სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების ზედმიწევნით დაცვა;
** შეკვეთის მიღება, დაფიქსირება შესაბამის სისტემაში და დროული მიწოდება;
** სტუმრების მიერ მიღებული უკუკავშირის შესაბამის ზედამხედველთან გაზიარება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** კვებისა და სასმელების დეპარტამენტში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად;
** ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა;
** კომუნიკაციისა და გამართულად მეტყველების უნარები.
2. მიმტანი
პირობები:
** ანაზღაურება: 1300 + ბონუსი
** დასვენება 6/1 (6.5 სთ სამუშაო გრაფიკი)
** სამუშაო გრაფიკი: კვირაში 40 საათი
** სამუშაო საათები : 08:00- 15:00 / 15:00-22:00
ძირითადი მოვალეობები:
** მენიუს მახასიათებლების სრულყოფილად ცოდნა და სტუმრებისთვის კონსულტაციის გაწევა;
** სალაროს ოპერაციების შესრულება;
** ონლაინ შეკვეთების კოორდინირება;
** სამუშაო სივრცეში სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების ზედმიწევნით დაცვა;
** სტუმრების დახვედრა და მაგიდასთან განთავსება;
** შეკვეთის მიღება, დაფიქსირება შესაბამის სისტემაში და დროული მიწოდება;
** მაგიდების სერვირება;
** გუნდთან ეფექტური თანამშრომლობა.
3. მზარეულის დამხმარე
ანაზღაურება: 1300 + ბონუსი
დასვენება 6/1 (6.5 სთ სამუშაო გრაფიკი)
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 40 საათი
სამუშაო საათები: 08:00- 15:00 / 15:00-22:00
მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცილება ჩაითვლება უპირატესად;
** განათლება კვების ტექნოლოგიების ან მზარეულის პროფესიის მიმართულებით ჩაითვლება უპირატესად;
** ორგანიზებულობა, პუნქტუალურობა, სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი.
ძირითადი მოვალეობები:
** სამუშაო დღის განმავლობაში მენიუში არსებული პროდუქტების (სენდვიჩების, სალათების, ცხელი კერძების და სხვა) მომზადება;
** შეფ მზარეულის მიერ გაცემული დავალებების შესრულება;
** შეკვეთების ყურადღებით, რეცეპტების შესაბამისად მომზადება;
** სამზარეულოს შეუფერხებლად მუშაობის უზრუნველყოფა;
** სამზარეულოს დანადგარებისა და ინვენტარის გამართულობის მონიტორინგი;
** მომდევნო სამუშაო დღისთვის მარაგების მომზადება;
** ჰიგიენური და სანიტარული სტანდარტის დაცვა.
4. დიასახლისი
ანაზღაურება: 1300 + ბონუსი
დასვენება 6/1 (6.5 სთ სამუშაო გრაფიკი)
სამუშაო საათები: 08:00- 15:00
ფუნქცია-მოვალეობები:
** სისუფთავისა და ჰიგიენის რეგულარული კონტროლი;
** დალაგებისთვის საჭირო ინვენტარის კარგ მდგომარეობაში შენარჩუნების უზრუნველყოფა და დაზიანების შემთხვევაში დროული რეაგირება;
** საწმენდ/სარეცხი საშუალებების მარაგების კონტროლი;
** ობიექტზე (105კვ.მ) სისუფთავის და ჰიგიენის მაღალი დონის უზრუნველყოფა;
** საწარმოო/სასაწყობე სივრცის წმენდა/დასუფთავება ჰიგიენის ნორმების შესაბამისად.
საჭირო უნარები:
** ყურადღებიანი და მობილიზებული;
** პუნქტუალური;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა და ინტენსიურ სამუშაო რიტმში მუშაობის უნარი.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე გამოაგზავნოთ ელ-ფოსტის მისამართზე: boncafetbilisi@gmail.com.
|
|
|
|