Робота для біженців з України
მძღოლი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მძღოლი
მომწოდებელი: მეტროპოლ მენეჯმენტ
გამოქვეყნდა: 28 სექტემბერი / ბოლო ვადა: 02 ოქტომბერი
"მეტროპოლი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - მძღოლი.

"მეტროპოლ მენეჯმენტი" - www.metropol.ge არის სწრაფად მზარდი დეველოპერული კომპანია, რომელმაც მომხმარებლის ნდობა ბაზარზე შესვლისთანავე მოიპოვა. კომპანიის არსებობა მნიშვნელოვან ადამიანურ ფასეულობებს ემყარება, შესაბამისად, მიზნად ვისახავთ, ჩვენი შექმნილი პროექტები სრულყოფილად ერგებოდნენ მომხმარებლების ცხოვრების ყველა აუცილებელ სტანდარტს

სამუშაო გრაფიკი - ორშაბათი -პარასკევი 10:00-19:00 სთ.
სამუშაო ადგილი - თბილისი, ილია ჭავჭავაძის 29
ანაზღაურება - 2000 (ხელზე ასაღები თანხა)

ჩვენ გთავაზობთ:

** პრემიუმ ჯანმრთელობის დაზღვევას;
** კომპანიის კვებას.

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის თანამშრომლების დროული და უსაფრთხო გადაადგილება დაგეგმილი მარშრუტების მიხედვით;
** ავტომობილის ტექნიკური მდგომარეობის (ზეთი, საბურავები, სამუხრუჭე სისტემა და ა.შ.) მუდმივი მონიტორინგი;
** ავტომობილის სისუფთავის ყოველდღიური კონტროლი;
** გეგმიური ტექნიკური მომსახურების (სერვისის) ორგანიზება;
** საჭიროების შემთხვევაში, სხვადასხვა დავალების შესრულება (მაგალითად დოკუმენტაციის მიტანა);

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მართვის მოწმობა (B კატეგორია);
** ავტომობილის მართვის მინიმუმ 5-წლიანი გამოცდილება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** თბილისის ქუჩების სრულყოფილი ცოდნა;
** სასურველია თანამედროვე ავტომობილების მართვის სისტემების სრულყოფილი ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** პუნქტუალურობა;
** მოწესრიგებულობა და რეპრეზენტაბელურობა;
** ზრდილობიანი და თავშეკავებული კომუნიკაციისას;
** კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვა.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 2 ოქტომბერი;

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!

ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/Ov9WPvUc
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე