|
დასახელება:
დიასახლისი
|
| მომწოდებელი:
ელენესთან
|
|
გამოქვეყნდა: 28 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 28 ოქტომბერი
|
რესტორანი "ელენესთან" აცხადებს ვაკანსიას დიასახლისის პოზიციაზე.
ვეძებთ პასუხისმგებლიან და მოწესრიგებულ დამხმარე პერსონალს, რომელიც იზრუნებს ჭურჭლის დროულად და ხარისხიანად დარეცხვაზე, დარბაზისა და სამუშაო სივრცეების სისუფთავის შენარჩუნებაზე.
მოვალეობები:
** გამოყენებული ჭურჭლის ხარისხიანი დარეცხვა
** ჭურჭლის, სამზარეულოს ინვენტარისა და სამუშაო ნივთების სისუფთავის უზრუნველყოფა
** დარბაზის, მაგიდებისა და საერთო სივრცეების მუდმივად მოწესრიგებულ მდგომარეობაში შენარჩუნება
** ნაგვის დროული გატანა და ნარჩენების სწორად განთავსება
მოთხოვნები:
** პასუხისმგებლიანობა და პუნქტუალურობა
** სამუშაოს ხარისხიანად და დროულად შესრულების უნარი.
ჩვენ გთავაზობთ:
** თანამედროვე და მოწესრიგებულ სამუშაო გარემოს
** მეგობრულ და პროფესიონალურ გუნდს
** სტაბილურ თანამშრომლობას
** კვება (გვიან ღამე დასრულებისას ტაქსით უზრუნველყოფას)
გრაფიკი:
** 5/2 -ზე
** 11:00 - 18:00 ან/და 19:00 - 03:00 (შვიდ და რვა საათიანი გრაფიკები)
ანაზღაურება: 1150 ლარი (ანაზღაურება გაიცემა თვეში ერთხელ) + თიფი
ან
** 4/3 - ზე
** 11:00 - 18:00 ან/და 19:00 - 03:00 (შვიდ და რვა საათიანი გრაფიკები)
ანაზღაურება: 960 ლარი (თვეში ერთხელ საბანკო ანგარიშსწორების გზით) + თიფი
ლოკაცია: ქ.თბილისი, შალვა დადიანის ქუჩა, სოლოლაკი
კომპანია უზრუნველყოფს:
** კვებას
** გვიან ღამე ტაქსით ტრანსპორტირებას
გთხოვთ, CV გამოაგზავნოთ შემდეგ ელფოსტის მისამართზე: elenestan.restaurant@gmail.com (სათაურში მიუთითეთ "დიასახლისი") ან დაგვიკავშირდით +995599507775.
განცხადების ვადა: 9.10.2026
|
|
|
|