|
დასახელება:
საწყობის მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
ინტრაკო ნუტრიშენი
|
|
გამოქვეყნდა: 28 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 28 ოქტომბერი
|
"ინტრაკო ნუტრიშენი" ცხოვლების საკვების მწარმოებელი და იმპორტიორი ერთ-ერთი ლიდერი კომპანიაა ქართულ ბაზარზე. კომპანია ეძებს გუნდის ახალ წევრს და აცხადებს ვაკანსიას საწყობის მენეჯერის პოზიციაზე.
ჩვენ გთავაზობთ პროფესიული ზრდის შესაძლებლობას, სასიამოვნო სამუშაო გარემოსა და ღირსეულ ანაზღაურებას.
სავალდებულო მოთხოვნები:
** აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება.
** საწყობის თანამშრომლებისგან შემდგარი გუნდის მართვის უნარი.
** საოფისე პროგრამების ცოდნა.
** სასურველია საბუღალტრო პროგრამაში მუშაობის გამოცდილება.
** სტრესული სიტუაციების მართვის უნარი.
ფუნქცია - მოვალეობები:
** საწყობში მისაღები და გასაცემი პროდუქციის რაოდენობრივი კონტროლი.
** საწყობის თანამშრომლების სათანადოდ მართვა დაკისრებული მოვალეობების სწრაფად და ხარისხიანად შესასრულებლად.
** საწყობში წესრიგისა და სისუფთავის შენარჩუნება.
** მარაგების მუდმივი კონტროლი და ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში მისი დროულად აღმოფხვრა.
** პერიოდული გეგმიური და არაგეგმიური ინვენტარიზაციის ჩატარება.
** საწყობის ახალი თანამშრომლების მუდმივი ძიება.
** დისტრიბუციის მანქანების დროული დატვირთვა და გამზადება, რათა არ შეფერხდეს საოპერაციო პროცესები.
სამუშაო პირობები:
** სამუშაო დრო - ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით 9-დან 6 საათამდე.
** სამუშაო ადგილი - გარდაბნის რაიონი, სოფელი თელეთი. (ზემო ფონიჭალიდან 10 წუთის სავალზე).
** თანამშრომლების გადაადგილებას მეტრო ისნის მიმდებარე ტერიტორიიდან და უკან უზრუნველყოფს სამსახურებრივი ავტომობილი.
** ანაზღაურება - 5000+ ლარი ბონუსების გათვალისწინებით, კადრის კომპეტენციებიდან და გამოცდილებიდან გამომდინარე.
დაინტერესებულმა პირებმა თქვენი სივი გამოგზავნეთ მითითებულ ელ-ფოსტაზე - info@intraco.ge და გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - საწყობის მენეჯერი.
|
|
|
|