|
დასახელება:
გაყიდვების შემდგომი მომსახურების სპეციალისტი
|
| მომწოდებელი:
სამშენებლო კომპანია
|
|
გამოქვეყნდა: 28 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 28 ოქტომბერი
|
სამშენებლო კომპანია აცხადებს ვაკანსიას After Sales Specialist-ის პოზიციაზე.
ვეძებთ პასუხისმგებლიან, ორგანიზებულ და კომუნიკაბელურ თანამშრომელს, რომელიც გაყიდვის დასრულების შემდეგ უზრუნველყოფს კლიენტთან ეფექტურ კომუნიკაციას, ბინის ჩაბარების პროცესის კოორდინაციასა და შესაბამის დეპარტამენტებთან ურთიერთობას.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** გაყიდვის დასრულების შემდეგ კლიენტთან მუდმივი კომუნიკაცია და მისი ძირითადი საკონტაქტო პირის ფუნქციის შესრულება;
** კლიენტებისთვის მშენებლობის მიმდინარეობის, ბინის ჩაბარების ვადებისა და შემდგომი ეტაპების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
** კლიენტებთან კომუნიკაცია გადახდის გრაფიკებთან, დარჩენილ დავალიანებებსა და ხელშეკრულების პირობებთან დაკავშირებით;
** ბინის ჩაბარების პროცესის დაგეგმვა და კოორდინაცია;
** ბინის დათვალიერებისას დაფიქსირებული ხარვეზების მიღება, შესაბამის ტექნიკურ/სამშენებლო გუნდთან გადაცემა და შესრულების მონიტორინგი;
** კლიენტის განცხადებების, მოთხოვნების, პრეტენზიებისა და საჩივრების მიღება და მათი დროული მოგვარების ორგანიზება;
** გაყიდვების, ფინანსურ, იურიდიულ, სამშენებლო და ტექნიკურ დეპარტამენტებთან ყოველდღიური კოორდინაცია;
** საკუთრების რეგისტრაციისთვის საჭირო პროცესებსა და დოკუმენტაციაში კლიენტის მხარდაჭერა;
** ხელშეკრულებების, დამატებითი შეთანხმებების, მიღება-ჩაბარების აქტებისა და სხვა შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებისა და ხელმოწერის პროცესის კოორდინაცია;
** კლიენტების ინფორმაციისა და კომუნიკაციის ისტორიის CRM სისტემაში (ZOHO) რეგულარული და სრულყოფილი განახლება;
** კლიენტისთვის დაგეგმილი შეხვედრების, ბინის დათვალიერებისა და ჩაბარების პროცესის ორგანიზება;
** კლიენტის კმაყოფილების მონიტორინგი;
** პრობლემური და არასტანდარტული შემთხვევების იდენტიფიცირება და საჭიროების შემთხვევაში მენეჯმენტთან დროული ესკალაცია;
** კლიენტის მოთხოვნის სტატუსის კონტროლი საკითხის საბოლოო გადაწყვეტამდე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება სასურველია;
** კლიენტებთან ურთიერთობის, Customer Service-ის, After Sales-ის, გაყიდვების ან ადმინისტრაციულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა;
** CRM სისტემებთან მუშაობის გამოცდილება სასურველია;
** ZOHO CRM-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** გამართული ქართული მეტყველება და წერითი კომუნიკაციის უნარი;
საჭირო უნარები და პიროვნული თვისებები:
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და ორგანიზებულობა;
** ძლიერი კომუნიკაციისა და კლიენტთან ურთიერთობის უნარი;
** პრიორიტეტების სწორად განსაზღვრა და დროის ეფექტური მართვა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** დოკუმენტაციასთან ყურადღებით მუშაობის უნარი;
** გუნდური მუშაობისა და სხვადასხვა დეპარტამენტთან ეფექტური კოორდინაციის უნარი;
სამუშაო პირობები:
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - შაბათი, 10:00-18:00
ანაზღაურება: 1, 500 ლარი — ხელზე ასაღები თანხა
სამუშაო ადგილი: თბილისი, მოსკოვის გამზირი №38
თუ გაქვთ კლიენტებთან ურთიერთობის ძლიერი უნარი, მოგწონთ პროცესების ორგანიზება და შეგიძლიათ სხვადასხვა დეპარტამენტს შორის ეფექტური კოორდინაცია.
გამოგვიგზავნეთ თქვენი CV ფოტო სურათით ელ ფოსტაზე istoriadevelop@gmail.com სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ After Sales Specialist.
|
|
|
|