ალკოჰოლის სპეციალიზებული მაღაზიათა ქსელი "ალკოსფერო" ეძებს ადმინისტრაციულ ასისტენტს.
სამუშაო პირობები
** ანაზღაურება: 1500 ლარი — ფიქსირებული;
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი, 10:00-18:00;
** გრაფიკი მოიცავს 1-საათიან შესვენებას;
** სამუშაო ლოკაცია: საბურთალო, მ. ბურძგლას #72.
ძირითადი მოვალეობები
** კომპანიის დოკუმენტაციის მიღება, დახარისხება, სისტემატიზაცია და არქივიზაცია;
** დოკუმენტების დასკანერება და ელექტრონული არქივის წარმოება;
** საბუთბრუნვისა და შემომავალი/გამავალი კორესპონდენციის ადმინისტრირება;
** ხელშეკრულებების, აქტების, ინვოისების, ზედნადებებისა და სხვა დოკუმენტაციის მოწესრიგება;
** ფილიალებიდან/მაღაზიებიდან დოკუმენტაციის შეგროვება, კონტროლი და არქივიზაცია;
** საოფისე საკანცელარიო ნივთებისა და სხვა საჭიროებების შესყიდვების ორგანიზება;
** საოფისე მარაგების ნაშთების კონტროლი და დროული შევსების უზრუნველყოფა;
** მომწოდებლებთან კომუნიკაცია და შეკვეთების კოორდინაცია;
** ოფისის ყოველდღიური ადმინისტრაციული საკითხების ორგანიზება;
** საკურიერო, საფოსტო და სხვა საოფისე მომსახურებების კოორდინაცია;
** შეხვედრებისა და სტუმრების მიღებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული საკითხების უზრუნველყოფა;
** კომპანიის თანამშრომლებისა და ფილიალების ადმინისტრაციული მხარდაჭერა;
** საჭირო ადმინისტრაციული ანგარიშების, ცხრილებისა და დოკუმენტების მომზადება;
** კომპანიის დოკუმენტაციის კონფიდენციალურობისა და წესრიგის უზრუნველყოფა;
** თანამშრომლების მივლინებებთან დაკავშირებული ორგანიზაციული საკითხების, ტრანსპორტირებისა და განთავსების უზრუნველყოფა.
თუ ფიქრობ, რომ აღნიშნული პოზიცია შენთვისაა, გამოგვიგზავნე CV მეილზე: hr@alcosphere.ge
"ალკოსფერო" მადლობას უხდის დაინტერესებულ კანდიდატებს!
|