Робота для біженців з України
ანალიტიკოსი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ანალიტიკოსი
მომწოდებელი: საერთაშორისო კომპანია
გამოქვეყნდა: 28 სექტემბერი / ბოლო ვადა: 28 ოქტომბერი
საერთაშორისო კომპანია აცხადებს ვაკანსიას ანალიტიკოსის პოზიციაზე.

ლოკაცია: თბილისი, ორთაჭალა;
გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:30 -18:30;
ანაზღაურება: 3000 Net.
ბენეფიტები: კორპორაციული ნომერი, კომპანიის ფასდაკლების ბარათი

ძირითადი ფუნქციები:

** მარკეტინგული აქციებისა და კამპანიების გაშვებამდე ანალიტიკური შეფასების მომზადება - მიზნობრივი აუდიტორია, მოსალოდნელი შედეგები, ეფექტიანობის პროგნოზი, ფინანსური და ბიზნეს-ეფექტის გაანგარიშება;
** მარკეტინგის მიმდინარე პროექტების ანალიტიკური მხარდაჭერა, მონაცემების შეგროვება, დამუშავება და პროექტების ეფექტიანობის შეფასებასა - მიღებული შედეგების მონიტორინგი;
** ციფრული და ტრადიციული მარკეტინგული არხებიდან (Google Analytics, Social Media, CRM system და ა.შ.) მონაცემების რეგულარული შეგროვება და დამუშავება;
** A/B ტესტირების შედეგების ანალიზი ვებსაიტის, სარეკლამო ბანერებისა და კამპანიების ოპტიმიზაციისთვის;
** მომხმარებელთა ქცევის, გაყიდვების, ლოიალობის პროგრამისა და ციფრული არხების მონაცემების ანალიზი;
** ბაზრის, კონკურენტებისა და მომხმარებელთა ტენდენციების მონიტორინგი და ანალიზი;
** განხორციელებული აქციებისა და კამპანიების შედეგებისა და KPI-ების შეფასებასა და დეტალური ანგარიშების მომზადება;
** ROMI-ის (Return on Marketing Investment) მაჩვენებლის რეგულარული ანალიზი და რეპორტინგი;
** ყოველკვირეული, ყოველთვიური და კვარტალური რეპორტებისა და ინტერაქციული დაშბორდების შექმნა;
** მონაცემებზე დაფუძნებული რეკომენდაციების, იდეებისა და ოპტიმიზაციის გზების შეთავაზება მარკეტინგის დეპარტამენტისთვის;
** მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების მხარდაჭერა, მიზნობრივი და ეკონომიკურად ოპტიმალური მარკეტინგული კამპანიებისა და პროექტების დასაგეგმად;
** IT დეპარტამენტთან კოორდინაცია აქციებთან და მარკეტინგულ პროექტებთან დაკავშირებულ საკითხებზე, ტექნიკური დავალებებისა და დოკუმენტაციის მომზადება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
** უმაღლესი განათლება, მარკეტინგის, ბიზნესის ადმინისტრირების ან მომიჯნავე სფეროში;
** ინგლისური ენის ცოდნა - B2 დონეზე;
** CRM სისტემებთან და Google Analytics-თან მუშაობის გამოცდილება;
** დაშბორდებისა და ვიზუალური რეპორტების შექმნის გამოცდილება (მაგ. Power BI, Google Data Studio/Looker Studio ან ანალოგიური ინსტრუმენტი);

პიროვნული უნარები:

** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა;
** ანალიტიკური აზროვნება;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

ჩვენ გთავაზობთ:

** კომფორტულ სამუშაო გარემოს;
** კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
** ფიტპასით სარგებლობის შესაძლებლობა;
** ჯანმრთელობის დაზღვევას.

დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმე (CV) გთხოვთ, გამოაგზავნოთ ელ. ფოსტაზე: vacancyhr30@gmail.com და სათაურის ველში მიუთითეთ "ანალიტიკოსი".

აქვე გაცნობებთ, რომ კომპანია ატარებს ანტიდისკრიმინაციულ და თანასწორობის პოლიტიკას და კანდიდატის შერჩევისას ვითვალისწინებთ მხოლოდ მის პროფესიულ ცოდნას, სამუშაოსთან რელევანტურ გამოცდილებასა და უნარ-ჩვევებს. კომპანია ადასტურებს, რომ შერჩევისა და თანამშრომლების ნებისმიერ ეტაპზე გამორიცხულია კანდიდატების დისკრიმინაცია ნებისმიერი ნიშნით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე