Робота для біженців з України
მერჩენდაიზერი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მერჩენდაიზერი
მომწოდებელი: დიპლომატ ჰოლდინგი
გამოქვეყნდა: 28 სექტემბერი / ბოლო ვადა: 28 ოქტომბერი
შპს "დიპლომატ ჰოლდინგი" აცხადებს ვაკანსიას მერჩენდაიზერის პოზიციაზე ქალაქ ბათუმში (კარფურის ობიექტებზე)

კომპანიის შესახებ:

"დიპლომატ ჰოლდინგი" 2002 წლიდან წარმატებით მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე და წარმოადგენს ერთ-ერთ ლიდერ სადისტრიბუციო კომპანიას საქართველოს მასშტაბით. დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ ჩვენს ვებ-გვერდს: http://diplomatholding.com.ge/

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კარფურის სავაჭრო ობიექტებზე პროდუქციის საუკეთესოდ წარმოჩენა და მერჩენდაიზინგის სტანდარტების დაცვა;
** პროდუქციის ვარგისიანობის ვადების მუდმივი კონტროლი;
** პროდუქციაზე ფასების სიზუსტისა და ფასმაჩვენებლების სწორად განთავსების უზრუნველყოფა;
** სავაჭრო ობიექტებში არსებული პროდუქციის ნაშთების კონტროლი.

სამუშაო პირობები და გრაფიკი:

** სამუშაო ადგილები: "კარფურის" (Carrefour) ფილიალები ბათუმში;
** სამუშაო დღეები: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით (შაბათ-კვირა დასვენება);
** სამუშაო საათები: 10:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია სამუშაო გამოცდილება დისტრიბუციის სფეროში.

პიროვნული თვისებები და უნარები:

** კომუნიკაბელურობა და ენერგიულობა;
** პუნქტუალურობა და მიზანდასახულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.

როგორ მოგვმართოთ:

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: batumi@holding.com.ge. სათაურის ველში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება — "მერჩენდაიზერი ბათუმი".

დამატებითი კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ნომერზე: 558 581 414.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე